კვარაცხელია "ნაპოლის" მომდევნო მატჩს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს? - ცნობილი ხდება, რა შესაძლო ცვლილებებს გეგმავს სპალეტი

AutoSharing Option
Il Mattino-ს დღევანდელი გამოცემა წერს, რომ "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ სერია A-ს მომდევნო ტურის მატჩისთვის, სადაც "პარტენოპეიმ" "ატალანტას" უნდა უმასპინძლოს, ცვლილებები დაგეგმა.

63 წლის სპეციალისტმა ფეხბურთელებს შაბათსა და კვირას დასვენების საშუალება მისცა, ვარჯიში კი მხოლოდ 6 მარტს, ორშაბათს განახლდება.

ზემოთ აღნიშნული წყარო წერს, რომ გუნდის სამწვრთნელო შტაბი უკვე ბერგამოულ კლუბთან დაპირისპირებაზე ფიქრობს და რამდენიმე ცვლილებაც ჩაინიშნა.

მაგალითად, შესაძლოა, ხვიჩა კვარაცხელიამ დაისვენოს და მის ნაცვლად ძირითადში ელიფ ელმასი ვიხილოთ, ტანგი ნდომბელემ ძამბო ანგისა ჩაანაცვლოს, მესამე იდეა კი ირვინგ ლოზანოს ნაცვლად
მატეო პოლიტანოს დაყენებაა.

შეგახსენებთ, რომ ეს ინფორმაცია დღეს Il Mattino-მ გაავრცელა და ჯერჯერობით მტკიცებით არაფრის თქმა არ შეგვიძლია.

"ნაპოლისა" და "ატალანტას" დაპირისპირება 11 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

alt"ნაპოლის" მარცხის მიზეზები - როცა "კვარა" არ კმარა, სპალეტის კი ბალანსი "გაექცა"?!

altრა ხდებოდა "ლაციოსთან" მარცხის შემდეგ "ნაპოლის" გასახდელში - იტალიური პრესა დეტალებზე დაწვრილებით წერს

მკითხველის კომენტარები / 35 /
რა სისულელეა... ელმასის გამო იყო ზუსტად რომ წააგეს.. ანუ აღარ უნდა მოგება სპალეტის? ჩაოოო
Dk
07 მარტი 2023 01:02
1
სანაია მამაშენია.
ჯიჯი
06 მარტი 2023 15:01
1
ჯიჯი, რომ პაპაშენი იყო, ეს ნაღდია.
ჯიჯი-ს!
09 მარტი 2023 15:43
0
ამ კრიტიკოსებმა საქართველოს ნაკრებს მიხედონ ეგ ჯობია, ,,,ძლიერ გამოცდილ მონღოლეთის ნაკრებს ვხვდებით,,,
სვანსკი
06 მარტი 2023 14:37
0
კი არ მოუკლო უკვე შეისწავლეს კვარას თამაშის სტილი და მარტივად მონახეს მის წინააღმდეგ თამაშის საშუალება-მცველის ახლოს თამაში და მაქსიმალურად თავისუფალი სივრცის შეზღუდვა, რაც დრო გავა კიდევ უფრო გაუჭირდება და გახდება ერთი ჩვეულებრივი კარგი ფეხბურთელი სერია ა-ში. კიდევ....ძალიან ცუდათ იმოქმედა ამ ბიჭზე იმ ზღვარგადასულმა ისტერიამ რაც ჩვენთანაა,თითქოსდა მსოფლიოში ფეხბურთი,რომ არაფერი ვთქვათ ქართულ ფეხბურთზე ხვიჩათი იწყებოდეს და მთავრდებოდეს....ეს გაუთავებელი ტურები ნეაპოლში ათასი ტელევიზიების,ბლოგერების, ე.წ. ცნობადი სახეების,პოლიტიკოსების,მღვდელმთავრების, ბობოლა მამიკოების ბავშვების-ყველასთან სელფის გადაღება და დაუსრულებელი ქება-დიდება- დადებითად ნაღდათ არ იმოქმედებდა....მოგვწონს თუ არა ხვიჩა ჯერ სუპერვასკვლავი არ არის და ამ კომიკური ქება- დიდებით ბურთის ყველა შეხებაზე ეს ტვირთი ავკიდეთ....ვაცალოთ!!! დრო ჯერ კიდევ საკმარისია..
ასეაა!!!!
06 მარტი 2023 10:25
9
სანაია გამო გიცანით. რეებს ბჟუტურობ როცა აზრზე არ ხარ ფეხბურთის?
გელა
06 მარტი 2023 12:12
2
ერთი თამაში წააგეს მხოლოდ ერთი თამაში!!
რა ისტერია გამართეთ ამ ჩასაფრებულებმა.
როგორ ელოდით წაგებას რომ ეგ გეთქვათ, რომ აქებენ იმის ბრალი ყოფილა თურმე და ვლანძღოთ ბარემ ეგ არ ჯობია?
თქვა გარკვევით ხვიჩამ, რომ არც კარგს და არც ცუდს არ კითხულობს კომენტარებს :)
თქვენ ის ხალხი ხართ, ამხანაგური რომ წააგო ნაპოლიმ და პარიზში რომ იყო კვარაცხელია იმის ბრალიაო ჭორაობდით აქ.
მისი თამაში არავის შეუსწავლია, მსოფლიო დონის ლეგენდები აღიარებენ რომ ის არაპროგნოზირებადია და რომ მისი სახით ვარსკვლავი დაიბადა. ხვიჩას ნამდვილად გააჩნია ის პროფესიონალიზმი, რომ არ აყვეს ქება-დიდებას და აგრძელებს ვარჯიშს ჩვეულებრივად .
ამ ვითომ გულშეატკივარმა კიდე რით ვერ ისწავლეთ გულშემატკივრობის კულტურა.
სულ ერთი და იგივე როგორ გჭირთ.
წააგებს წელიწადში ერთხელ გუნდი და არიქა ხვიჩას მშობლები რომ ჰყავს ნეაპოლში იმის ბრალია, შეყვარებული რომ ჰყავს, ვიღაცეები რომ ჩადიან და გულშემატკივრობენ იმის ბრალია... არ გიტყდებათ ეგ ჭორაობა?
იუვენტუსთან თამაშზე მთელი საქართველო ჩავიდა ლამის და იფრინა ბიჭმა ისე ითამაშა. რა შუაშია ეგ საერთოდ.
ეს იცის გადამეტებულმა ქებამო, აი კითხულობს ახლა ხვიჩა კომენტარებს და უკვე მაგარი ვყოფილვარ მოდი აღარ ვივარჯიშებო?
ყველაფერი ასე პრიმიტივამდე როგორ დაგყავთ.
!!
06 მარტი 2023 11:08
2
ყველა გამოხმაურება
კი ცოტა მოუკლო კვარამ, მაგრამ 90% ფეხბურთელების აქვს სეზონის განმავლობაში ცოტა ცოტა შედარებითი ჩავრდნები,ისინიც ადამიანებია ხომ! მთავარია ვარჯიში და თავის თავში რწმენა! მე მჯერა ყველაფერი ძალიან კარგად იქნება!
დავიდუსი
06 მარტი 2023 01:01
1
კი მართლა მოუკლო დრიბლინგს რასაც მწვრთნელს ვაბრალებ..კვარამ თუ არ გააკეთა ის რასაც მიჩვეული ვართ და რამაც გახადა კვარადონად,მაშინ იქნება ჩვეულებრივი ფეხბურთელი, და მისგან იმ განსხვავებას ნუღარ ელიან რამაც აალაპარაკა ყველა.ფაქტია რომ დრიბლინგს მოუკლო და მოაკლდა ნაპოლის ის უპირატესობა რაც ქონდა..მას მეტი თავისუფლება უნდა და დაცვაში აქეთ იქით სირბილში ძალებს არ უნდა ხარჯავდეს..
მავანისგან
06 მარტი 2023 00:11
3
რომ დასვას არ გამიკვირდება რადგან ფაქტია დაუკლო.რამდენი ხანია კაცი არ მოუტყუებია.ასე მგონია ზედმეტმა აურზაურმა გონება აურია.წინა გვერდზე მაგის აგენტის ჯუღელის და მამამისის ვიდეო ინტერვიუა.ეს ჯუღელი სამარცხვინო ვინმეა. ტრაბახობს და იჭიმება.მაგას თუ უჯერებს ხვიჩა "კარგად იქნება" ჩვენი საქმე.
temo
05 მარტი 2023 21:11
32
ფეხბურთს სხეულის რომელი ნაწილით უყურებთ თქვენა?:))
Valderrama
05 მარტი 2023 23:43
5
თუ ძმა ხარ, მიხედე სხვა საქმეს, შეეშვი ფეხბურთზე წერას:)))
ირაკლი
05 მარტი 2023 23:36
5
ყველა გამოხმაურება
ავოეეეეეეე
simeone
05 მარტი 2023 20:51
1
ჩემი აზრით, წაგებულ თამაშში ნაპოლის ნახევარდაცვას ჰქონდა ჩავარდნა და არა თავდასხმას. შესაბამისად, ლოგიკური იქნება ცვლილებები ნახევარდაცვაში. თუ ხვიჩას სათადარიგო სკამზე დასვამს ეგეც არაა პრობლემა - ცუდ შედეგს მიიღებს და უფრო დარწმუნდება ხვიჩას აუცილებლობაში!
დო მაჟორი
05 მარტი 2023 19:42
0
ასე იცის აქედან დელეგაციების მიღება-გაცილებაზე აქცენტის გადატანამ. მაგის გარდა ვისთან ...... ნაცნობ-მეგობრობის ჯგრო თამაშზე დასასწრებლად. ახლა ახალი სამეტიჩრო დაიწყო, მაგარი ხალხი ხვიჩას თამაშს ესწრება...ხვიჩა კი მალე ავტოგოლს გაიტანს და ის იქნება...დეეგდეთ და აცალეთ. მართლა სუპერვარსკვლავობამდე დიდი გზაა.
k
05 მარტი 2023 17:21
12
უკვე სუპერ ვარსკვლავია და ეს ოღრობის ჭორაობა არაა საჭირო. ერთ თამაშს ყველა აგებს. შემახსენე კვარას დამსახურებით რომელ ადგილზეა ნაპოლი და როგორ შეფასებებს იმსახურებს ყველა თამაშზე? წაუგებელი გუნდი არ არსებობს და მაინცდამაინც წაგების მერე როგორ გახდებით ყველა პროფესორი.
ამხანაგური რომ წააგო ნაპოლიმ დეკემბერში, მაშინ იძახდით შეყვარებულთან ერთად რომ იყო პარიზში იმის ბრალიაო. მერე რომ იფრინა ყველა თამაშზე კი ისხედით ჩუმად და ახლა ერთი წაგებაც გეყოთ, ისევ წამოგეყოთ თავები!
ნუთუ არ გიტყდებათ ეს ჭორაობა და ნიშნის მოგებით ლაპარაკი?!
მსოფლიო ლეგენდები იძახიან რომ ვარსკვლავი დაიბადა მისი სახით და თქვენ რა გჭირთ, რით ვერ გაცდით ამ მდარე საჭორაო თემებს...

ჭორიკანა ერი
!!
05 მარტი 2023 21:12
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული