როგორც იცით, "ნაპოლის" ქართველმა ვარსკვლავმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და აქციებზე თავისი მოსაზრება დააფიქსირა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი, რასაც მასობრივი საპროტესტო აქცია მოჰყვა.
"საქართველოს მომავალი ევროპაშია", - წერს კვარაცხელია სოციალურ ქსელში.
სანაიამ მისი პოსტი გააზიარა და დაწერა:
"ესეც ასე! ყოჩაღ! ჩემზე დიდი გულშემატკივარი შენ არ გეყოლება დღეიდან".
შეგახსენებთ, რომ "ნაპოლიში" გადასვლის შემდეგ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე გაკეთებული კომენტარის გამო სანაია კვარაცხელიას მწვავედ აკრიტიკებდა და წერდა:
"ქართველს,
არ ვიცი, რა ვალდებულებები აქვს ასეთი რუსულ კლუბთან, მაგრამ მართლა ვერ ვუგულშემატკივრებ, სანამ
მკაფიო პოზიცია არ ექნება უკრაინაზე. ფეხბურთი ბოროტებაზე თვალის დახუჭვას არ ნიშნავს. ფეხბურთი პოლიტიკისგან არ იმიჯნება" - წერდა მაშინ სანაია.