მხოლოდ "ინტერი"
შემოკლებული მარტი
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პირველ მატჩში საკმაოდ დიდი უპირატესობით (2:0 სტუმრად "აიტრახტთან"), ნეაპოლელებს საქმე ბოლომდე აქვთ მისაყვანი, ამის შემდეგ კი "ტორინოსთან" სტუმრობით უახლოეს ციკლს დაასრულებენ. ტურნირების ცხრილის შუაში არიან და ერთ-ერთი ყველაზე უმოტივაციო გუნდია - არც გავარდნა ემუქრებათ და ევროტურნირებიდანაც შორს იმყოფებიან. მთავარია, უფრო რთული და დატვირთული აპრილის წინ ნეაპოლელებმა არსებული ჰანდიკაპი მაქსიმალურად შეინარჩუნონ.
რთული აპრილი
ამასობაში, აპრილი მომავალი სკუდეტოს გაფორმებისთვის გარდამტეხი თვე იქნება. "მილანთან" (შინ), "ლეჩესთან" (სტუმრად), "ვერონასთან" (შ), "იუვენტუსთან" (ს), "სალერნიტანასთან" (შ). როგორც გუნდების მიხედვით, ასევე რაოდენობით მართლაც დატვირთული კალენდარია. ერთია გრანდებთან დაპირისპირებები, მეორე კი ისეთ მოწინააღმდეგეებთან, რომელთათვის თითოეულ ქულას გადარჩენისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება და ასეთ დროს ისინი ბოლომდე დაიხარჯებიან. თუმცა ამდროინდელი 15-ქულიანი უპირატესობა ისაა, რაც ქართველ გარემარბსა და მის მეგობრებს სიმშვიდის საშუალებას აძლევს. ამასობაში, წესით, ქულები "ინტერმაც" უნდა დაკარგოს და მაისის დადგომამდე ბევრი რამ გამოკვეთილი უნდა იყოს.
დარჩენილი დრო
ჩამონათვალში ერთი გუნდი აკლია, თუმცა ის არ გამოგვრჩენია. 21 მაისს "სტადიო მარადონაზე" დიდი აფიშაა, "ნაპოლი" "ინტერს" უმაპისპინძლებს და ეცდება, ერთი მხრივ, 4 იანვრის მარცხისთვის (0:1) შური იძიოს, ამავდროულად კი, სკუდეტოს "შეეხოს". წარმოგვიდგენია, ამ მატჩის მიმართ რამხელა ინტერესი იქნება...
ხვიჩა კვარაცხელიას იტალიის ჩემპიონატში ამჯერად 10 გოლი, 9 შედეგიანი პასი და შთამბეჭდავი თამაში აქვს. ამ მონაცემების ზრდას კიდევ ველით და ერთხელაც ვიტყვით - თუკი ყველაფერი ნეაპოლელთა ტრიუმფით დასრულდება (რისი შანსიც დიდია), ჩემპიონატის საუკეთესოს წოდება, წესითა და რიგით, ან ხვიჩა კვარაცხელიამ უნდა დაიმსახუროს, ანაც ვიქტორ ოსიმენმა. ნიგერიელის ანგარიშზე 19 გოლია და საუკეთესო ბომბარდირობისკენ დიდი ნაბიჯი აქვს გადადგმული.
აგვისტოდან დრომ სწრაფად გაიარა, წინ კი ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური პერიოდი გველის!..
სუპერკომპიუტერის გამოთვლები - რა შანსები აქვს "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგის მოგების
კვარაცხელია "რეალში" თუ "ბარსელონაში"? - თემა, რომელიც ჯუღელმა გაააქტიურა