საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "მეცის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სანაკრებო პაუზას ჩინებულ ფორმაში ხვდება. ქართველმა ფორვარდმა ლიგა 2-ის ბოლო 2 ტურში 3 გოლი და 1 ასისტი მიითვალა, უშუალოდ გათამაშებას კი 14 გოლით ლიდერობს (აქტივში 6 ასისტიც აქვს).
GEO TEAM-ი საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" "მეცის" ვარჯიშის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მიქაუტაძემ ქუსლით ჩინებული გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მარტში 2 შეხვედრას გამართავს, ჯერ 25 მარტს მონღოლეთს (ამხანაგური) შეხვდება, 28 მარტს კი ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე - ნორვეგიას.
რაც შეეხება "მეცს", ფრანგული გუნდი 26 ტურის შემდეგ 44 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, მეორეადგილოსან "ბორდოს" (ზურიკო დავითაშვილი თამაშობს) კი 2 ქულით ჩამორჩება.