მატჩის დღე! კვარაცხელია საუკეთესოს სტატუსით და კიდევ უფრო დაწინაურების შანსი

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის 26-ე ტურში "ნაპოლი" კვლავ საშინაო შეხვედრას ჩაატარებს, ამჯერად "ატალანტას" წინააღმდეგ - დღეს, 11 მარტს, თბილისის დროით 21 საათზე. ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი მატჩის მიუხედავად, ლუჩანო სპალეტისგან ოპტიმალურ შემადგენლობას ველით. "ინტერის" მარცხის შემდეგ, 15-ქულიანი ჰანდიკაპი შენარჩუნებულია.

გასულ ტურში ნეაპოლელები "სტადიო მარადონაზე" "ლაციომ" შეაჩერა (0:1). ლიდერებს მაინც სოლიდური უპირატესობა აქვთ, 25 მატჩიდან 21-ში გაიმარჯვეს. წლის დასაწყისში ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები "ინტერთან" (0:1) დამარცხდნენ, "ლეჩესა" და "ფიორენტინასთან" ფრეები კი საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო. რაც შეეხება "ატალანტას". ჯან პიერო გასპარინის ბიჭები
ევროტურნირებს მიღმაც არიან, ქვეყნის თასიდანაც გამოვარდნენ და კარგი მდგომარეობა არც სერია "ა"-ში აქვთ - ბოლო 5 ტურში მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვეს.

Sportall.Ge

"ნაპოლის" საკუთარ სტადიონზე ამ გუნდების უკანასკნელ ორ დაპირისპირებაში არ მოუგია და აქ ბოლო წლებში ნაკლებად უჭირს. გასულ სეზონში ბერგამოელებმა ჩამორჩენა აღმოფხვრეს და წარმატებას (3:2) მიაღწიეს. რაც შეეხება პირველი წრის შეხვედრას, ის ქართველმა გარემარბმა გამოტოვა. იქ ანგარიში ნიგერიელმა ადელომა ლუკმენმა გახსნა, რომელსაც 12 გოლი და 4 შედეგიანი პასი აქვს, მისმა თანამემულე ვიქტორ ოსიმენმა კი გაათანაბრა. 19 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირისთვის "ატალანტასთან" თამაში მნიშვნელოვანია, რადგან "ოსიმ" სადებიუტო იტალიური გოლი სწორედ ამ გუნდის წინააღმდეგ გაიტანა. 

ნეაპოლში ჩემპიონატის გასული თვის საუკეთესო მოთამაშის, კვარაცხელიას გოლს ელიან. საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ ბოლოს მან 12 თებერვალს, "კრემონეზეს" წინააღმდეგ გაიტანა. მიმდინარე წელს ხვიჩამ აქ "იუვენტუსის" კარიც დალაშქრა, სულ კი, იანვრიდან მოყოლებული, 4 შედეგიანი დარტყმის ავტორია (ჩემპიონატში 10 გოლი, 9 საგოლე პასი). "კვარას" შედეგები და თამაშის ხარისხი მართლაც შთამბეჭდავია და მეტოქეს შიშის ზარს სცემს. ვეტერან რაფაელ ტოლოის სერიოზული გამოცდა ელის, თუმცა ჩვენებურის წინააღმდეგ რამდენიმე მოწინააღმდეგე რომ იმოძრავებს, ზუსტად ვიცით.

მარიო რუი კვლავ დისკვალიფიცირებულია, ირვინ ლოსანოს კი კუნთების პრობლემა აქვს. შესაბამისად, სასტარტოში მატიას ოლივერასა და მატეო პოლიტანოს ველით. შეხვედრას ანდრეას კოლომბო განსჯის, რომელიც ბოლოს ნეაპოლელების მატჩს "სასუოლოსთან" დაპირისპირებაში უძღვებოდა, სადაც ჯერ ლაურიენტეს, ბოლოს კი ჯოვანი სიმეონეს გოლის გაუქმება მოუხდა.

alt"იუვენტუსს" სასამართლოს, ქულების დაბრუნებისა და "ნაპოლისთან" მიახლოების იმედი აქვს - 100-გვერდიანი სარჩელი

altროდისაა მოსალოდნელი "ნაპოლის" ჩემპიონობის გაფორმება? - დარჩენილი 13 ტურის ანალიზი

მკითხველის კომენტარები / 15 /
მიეცი კვარას თავისუფლება ტოსკანელო მელოტო. მიუშვი კვარა ცენტრისკენ და თუ მას გაანეიტრალებენ ფლანგზე მიწებებული პერსონალურად მიჩენილი მცველები მას ვეღარ გაანეიტრალებენ სიღრმეში კვარა აქ უპოვის კლიტეს მეტოქის დაცვას და მას თამაში პრაქტიკულად არ "ჩაუვარდება" არცერთ მეტოქესთან. ეს კიდე თვიდ დაჟინებული გუნდურობა, გუნდურობა რო გაიძახის ზოგი კი მაგრამ ეს გუნდურობა მხოლოდ კვარას ეხება? მაკვირვებს ეს ხალხი თუ ვერ უყურებთ ბოლო შეხვედრებია ელმასი, ოსიმენი, ზელენსკი. კვარას რომ საგოლე სივრცეში გახსნილს აიგნორებენ და თვითონ "ჩიტებს" ყრიან სტადიონის სახურავიდან ისეთს მაზავენ თუ გუნდურობა ამათ არ ეხებათ ?. ფეხბურთში ზოგადად ვინც "ფანტაზიორია" გუნდში იმას ტვირთავენ როგორც წესი ნაპოლიში კი ეს რიგ შემთხვევებში ასე არ არის. ბევრს შთაბეჭდილება რჩება სპალეტი ფრთებს აჭრის კვარას კრეატივს იმ სარეკლამო დაფასთან მიწებებით. და ბიჭს თვითონ უწევს სოლო რეიდებით გოლების გატანა რისი დასტურიც კვარას გატანილ ამ ათ გოლში მხოლოდ სამჯერ აქვს თანაგუნდელს მისთვის საგოლე პასი მიცემული. კარში რომ არ ურტყამს კვარა ხშირად დასარტყმელ პოზიციაში მყოფიც ამას მარტო მე ვამჩნევ? და ეს რომ სპალეტის დირექტივაა ეს ხომ აშკარაა. ყველაფერს ნუ აუბრალოებთ და თვალში ნაცარს ნუ იყრით გასაკრიტიკებელი თუ არის უნდა გააკრიტიკო სპალეტიც ოსიმენიც ელმასიც და კაპელოც და არ უნდა წაუყრუო როცა შენი თვალით ხედავ რიგ უსამართლობებს კვარას მიმართ. და ამ უსამართლობებმა პერმანენტული ხასიათი შეიძინა განსაკუთრებით ამ ბოლო შეხვედრებში.
Charley
17:08 10-03-2023
6
სულ უფრო და უფრო ძლიერი,სტაბილურად შეუჩერებელი გამხდარიყავი ხვიჩა!
მერაბი
14:48 10-03-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული