"იუვენტუსს" სასამართლოს, ქულების დაბრუნებისა და "ნაპოლისთან" მიახლოების იმედი აქვს - 100-გვერდიანი სარჩელი

AutoSharing Option
იტალიური Tuttosport-ი ადვოკატ პიერლუიჯი მატერას "იუვენტუსის" სასჯელის შესახებ ესაუბრა. ადვოკატი აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას, სამართლიანობაზე მეტად მედიის გავლენა არსებობდა. მატერას სწამს, რომ სიტუაცია კლუბისთვის სასიკეთოდ შეიცვლება.

როგორც ცნობილი გახდა, ტურინულმა გუნდმა მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ 100-გვერდიანი სარჩელი მოამზადა და სიმართლის დამტკიცებას ფედერალურ სასამართლოში (TAR) აპირებს.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, "იუვენტუსს" 15 ქულა კაპიტალის ხელოვნურად გაზრდის საკითხზე ჩამოაკლეს. ტურინელებს ახლა 35 ქულა აქვთ, გადაწყვეტილების შეცვლისა და წართმეულის დაბრუნების შეთხვევაში კი "ინტერს" გაუთანაბრდებიან, რომელსაც 50 ქულა აქვს და ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" 15 ქულით ჩამორჩება.

სერია
"ა"-ს მიმდინარე სეზონის პირველ წრეში ნეაპოლელებმა "იუვე" საკუთარ მოედანზე დიდი ანგარიშით (5:1) დაამარცხეს, მეორე მატჩი კი 23 აპრილს შედგება.

altროდისაა მოსალოდნელი "ნაპოლის" ჩემპიონობის გაფორმება? - დარჩენილი 13 ტურის ანალიზი

alt"იუვენტუსი" მკაცრად დასაჯეს - 15 ქულა ჩამოაკლეს და მე-10 ადგილზე დაქვეითდა

მკითხველის კომენტარები / 6 /
უნდა დაისაჯოს ისინი ვინც დოკუმენტები გააყალბა, ისევე როგორც ბაიერნის პრეზიდენტმა ჰიონესმა ციხე მოიხადა, რა შუაშია ქულების დაკლება.
რრრ
21:58 09-03-2023
0
რომც დაუბრუნონ , მიახლოება , ხმამაღალი ნათქვამია :)
ზურა
20:53 09-03-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული