მატჩის დღე! კვარაცხელია საუკეთესოს სტატუსით და კიდევ უფრო დაწინაურების შანსი

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის 26-ე ტურში "ნაპოლი" კვლავ საშინაო შეხვედრას ჩაატარებს, ამჯერად "ატალანტას" წინააღმდეგ - დღეს, 11 მარტს, თბილისის დროით 21 საათზე. ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი მატჩის მიუხედავად, ლუჩანო სპალეტისგან ოპტიმალურ შემადგენლობას ველით. "ინტერის" მარცხის შემდეგ, 15-ქულიანი ჰანდიკაპი შენარჩუნებულია.

გასულ ტურში ნეაპოლელები "სტადიო მარადონაზე" "ლაციომ" შეაჩერა (0:1). ლიდერებს მაინც სოლიდური უპირატესობა აქვთ, 25 მატჩიდან 21-ში გაიმარჯვეს. წლის დასაწყისში ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები "ინტერთან" (0:1) დამარცხდნენ, "ლეჩესა" და "ფიორენტინასთან" ფრეები კი საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო. რაც შეეხება "ატალანტას". ჯან პიერო გასპარინის ბიჭები
ევროტურნირებს მიღმაც არიან, ქვეყნის თასიდანაც გამოვარდნენ და კარგი მდგომარეობა არც სერია "ა"-ში აქვთ - ბოლო 5 ტურში მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვეს.

Sportall.Ge

"ნაპოლის" საკუთარ სტადიონზე ამ გუნდების უკანასკნელ ორ დაპირისპირებაში არ მოუგია და აქ ბოლო წლებში ნაკლებად უჭირს. გასულ სეზონში ბერგამოელებმა ჩამორჩენა აღმოფხვრეს და წარმატებას (3:2) მიაღწიეს. რაც შეეხება პირველი წრის შეხვედრას, ის ქართველმა გარემარბმა გამოტოვა. იქ ანგარიში ნიგერიელმა ადელომა ლუკმენმა გახსნა, რომელსაც 12 გოლი და 4 შედეგიანი პასი აქვს, მისმა თანამემულე ვიქტორ ოსიმენმა კი გაათანაბრა. 19 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირისთვის "ატალანტასთან" თამაში მნიშვნელოვანია, რადგან "ოსიმ" სადებიუტო იტალიური გოლი სწორედ ამ გუნდის წინააღმდეგ გაიტანა. 

ნეაპოლში ჩემპიონატის გასული თვის საუკეთესო მოთამაშის, კვარაცხელიას გოლს ელიან. საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ ბოლოს მან 12 თებერვალს, "კრემონეზეს" წინააღმდეგ გაიტანა. მიმდინარე წელს ხვიჩამ აქ "იუვენტუსის" კარიც დალაშქრა, სულ კი, იანვრიდან მოყოლებული, 4 შედეგიანი დარტყმის ავტორია (ჩემპიონატში 10 გოლი, 9 საგოლე პასი). "კვარას" შედეგები და თამაშის ხარისხი მართლაც შთამბეჭდავია და მეტოქეს შიშის ზარს სცემს. ვეტერან რაფაელ ტოლოის სერიოზული გამოცდა ელის, თუმცა ჩვენებურის წინააღმდეგ რამდენიმე მოწინააღმდეგე რომ იმოძრავებს, ზუსტად ვიცით.

მარიო რუი კვლავ დისკვალიფიცირებულია, ირვინ ლოსანოს კი კუნთების პრობლემა აქვს. შესაბამისად, სასტარტოში მატიას ოლივერასა და მატეო პოლიტანოს ველით. შეხვედრას ანდრეას კოლომბო განსჯის, რომელიც ბოლოს ნეაპოლელების მატჩს "სასუოლოსთან" დაპირისპირებაში უძღვებოდა, სადაც ჯერ ლაურიენტეს, ბოლოს კი ჯოვანი სიმეონეს გოლის გაუქმება მოუხდა.

alt"იუვენტუსს" სასამართლოს, ქულების დაბრუნებისა და "ნაპოლისთან" მიახლოების იმედი აქვს - 100-გვერდიანი სარჩელი

altროდისაა მოსალოდნელი "ნაპოლის" ჩემპიონობის გაფორმება? - დარჩენილი 13 ტურის ანალიზი

მკითხველის კომენტარები / 15 /
კალაძემ,იაშკამ და კობიმ კარგად იციან ევროპის სიკეთე მაგრამ სულით კიკუები არიან და ფული ბაბაია,ფული.რატომ გამოგრჩა მთავარი მოღალატეები, სერგო ორჯონიკიძის შთამომავლები ყაველა და ოცნების სხვა დეპუტატები.
სულით ქართველი
11:06 11-03-2023
35
სანდრო მამუკელაშვილმა დღეს გულშემატკივრები და ჟურნალისტები გადარია.
ეს არის კომენტარების მცირე ნაწილი:
https://twitter.com/JazzTamir1/status/1634406567725375489
https://twitter.com/twoshotspodcast/status/1634393315025010688
https://twitter.com/Josh810/status/1634397173130436608
https://twitter.com/spurs/status/1634394636029513729
https://twitter.com/JacksonLloydNBA/status/1634395128809893888
https://twitter.com/hoops_bot/status/1634394713372626944
https://twitter.com/RealTomPetrini/status/1634393266949877761
https://twitter.com/spurs/status/1634392339727671298
https://twitter.com/twoshotspodcast/status/1634389185904689153
ქ. გ.
10:21 11-03-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული