გასულ ტურში ნეაპოლელები "სტადიო მარადონაზე" "ლაციომ" შეაჩერა (0:1). ლიდერებს მაინც სოლიდური უპირატესობა აქვთ, 25 მატჩიდან 21-ში გაიმარჯვეს. წლის დასაწყისში ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები "ინტერთან" (0:1) დამარცხდნენ, "ლეჩესა" და "ფიორენტინასთან" ფრეები კი საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო. რაც შეეხება "ატალანტას". ჯან პიერო გასპარინის ბიჭები
"ნაპოლის" საკუთარ სტადიონზე ამ გუნდების უკანასკნელ ორ დაპირისპირებაში არ მოუგია და აქ ბოლო წლებში ნაკლებად უჭირს. გასულ სეზონში ბერგამოელებმა ჩამორჩენა აღმოფხვრეს და წარმატებას (3:2) მიაღწიეს. რაც შეეხება პირველი წრის შეხვედრას, ის ქართველმა გარემარბმა გამოტოვა. იქ ანგარიში ნიგერიელმა ადელომა ლუკმენმა გახსნა, რომელსაც 12 გოლი და 4 შედეგიანი პასი აქვს, მისმა თანამემულე ვიქტორ ოსიმენმა კი გაათანაბრა. 19 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირისთვის "ატალანტასთან" თამაში მნიშვნელოვანია, რადგან "ოსიმ" სადებიუტო იტალიური გოლი სწორედ ამ გუნდის წინააღმდეგ გაიტანა.
ნეაპოლში ჩემპიონატის გასული თვის საუკეთესო მოთამაშის, კვარაცხელიას გოლს ელიან. საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ ბოლოს მან 12 თებერვალს, "კრემონეზეს" წინააღმდეგ გაიტანა. მიმდინარე წელს ხვიჩამ აქ "იუვენტუსის" კარიც დალაშქრა, სულ კი, იანვრიდან მოყოლებული, 4 შედეგიანი დარტყმის ავტორია (ჩემპიონატში 10 გოლი, 9 საგოლე პასი). "კვარას" შედეგები და თამაშის ხარისხი მართლაც შთამბეჭდავია და მეტოქეს შიშის ზარს სცემს. ვეტერან რაფაელ ტოლოის სერიოზული გამოცდა ელის, თუმცა ჩვენებურის წინააღმდეგ რამდენიმე მოწინააღმდეგე რომ იმოძრავებს, ზუსტად ვიცით.
მარიო რუი კვლავ დისკვალიფიცირებულია, ირვინ ლოსანოს კი კუნთების პრობლემა აქვს. შესაბამისად, სასტარტოში მატიას ოლივერასა და მატეო პოლიტანოს ველით. შეხვედრას ანდრეას კოლომბო განსჯის, რომელიც ბოლოს ნეაპოლელების მატჩს "სასუოლოსთან" დაპირისპირებაში უძღვებოდა, სადაც ჯერ ლაურიენტეს, ბოლოს კი ჯოვანი სიმეონეს გოლის გაუქმება მოუხდა.
როდისაა მოსალოდნელი "ნაპოლის" ჩემპიონობის გაფორმება? - დარჩენილი 13 ტურის ანალიზი
გავიგეთ, რომ კვარაზე ყურადღების გადატანით სხვა ზონები იხსნება, მაგრამ თვითონ კვარა, ხომ იპრესება ამით? ხაომ არ ელძევა გასაქანი, რომ სხვადსახვა მიმართულებით მოუმატოს (რაც თავისუფლად შეუძLია და კარგიც იქნება მისი შემდგომი განვითარებისთვის).
ჰო კარგია, სპალეტი, კარგია, მაგრამ მე კვარასთვის მინდა უკეთესი და არა სპალეტისთვის, რომელიც ხშირად ხას "სატყუარად" და ხან "საფრთობელად" იყენებს.:
Osimeni,kvara,lobotka,mtavari shedegia da kvaras ori kaci dazdevs marjvena prtam uket unda gamoiyenos eg..mec minda kvaras golevi dda asistebi,magram mtavafia gundma moigos tituli(pirveli sezonistvis sakmaod daugrrovda gol+asisti exla myavari titylia da rac sheidzleba shors gasvla ligaze!!!!
ეს არის კომენტარების მცირე ნაწილი:
https://twitter.com/JazzTamir1/status/1634406567725375489
https://twitter.com/twoshotspodcast/status/1634393315025010688
https://twitter.com/Josh810/status/1634397173130436608
https://twitter.com/spurs/status/1634394636029513729
https://twitter.com/JacksonLloydNBA/status/1634395128809893888
https://twitter.com/hoops_bot/status/1634394713372626944
https://twitter.com/RealTomPetrini/status/1634393266949877761
https://twitter.com/spurs/status/1634392339727671298
https://twitter.com/twoshotspodcast/status/1634389185904689153