მორიგი აღიარება: კვარაცხელია სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია თებერვლის თვეში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

კვარაცხელიამ გასულ თვეში 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სერია A-ს საიტზე ჩატარებულ გამოკითხვაში ქართველმა ალეკსეი მირანჩუკს (ტორინო), ვიქტორ ოსიმენს (ნაპოლი), ანხელ დი მარიას (იუვენტუსი) და ფედერიკო ბასკიროტოს (ლეჩე) აჯობა.

ხვიჩა სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ აგვისტოშიც აღიარეს და პირველია, ვინც ერთ სეზონში ორჯერ მოიგო პრიზი.

მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე 27 მატჩში 12 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.

alt"ხვიჩა ევროპაში ყველაზე საოცარი ფეხბურთელია" -

New York Times-ის მთავარი კორესპონდენტი ნეაპოლში ჩავიდა

altნეაპოლი კვარაცხელიას გოლის მოლოდინში! - "ატალანტას" აქ ბოლო წლებში არ უჭირს...

alt"ფლორენტინო პერესზე მეტს აკეთებ" - გუტიმ დანაპირები შეასრულა და კვარაცხელიას თავისი მაისური გაუგზავნა

მკითხველის კომენტარები / 31 /
ვააა ცავატანემ.რაც გვაქ კარგი ეგაა რააა.ხინკალიიი,ვეფხისტყაოსანი და ხვიჩა კვარაცხელია კი.p.s.ამ ბიჭს მოუფიქრონ რამე და კელტურულ მემკვიდრეობად აღიარონ თორე გამოვლენ ცანცარა და უპასუხისმგებლო ისტორიკოსები და იტყვიან,რო ხვიჩა ერ..ში დაიბადა,გაიზარდა და ჩვენიაო
artash avlabriani
18:53 11-03-2023
0
იმედია მესამედაც მოიგებს და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდება.
მინდია
14:02 11-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული