0:0 პირველი ტაიმის შემდეგ - "ატალანტა" "ნაპოლის" ჯერჯერობით უძლებს

AutoSharing Option
სერია A-ს 26-ე ტურში „ნაპოლისა“ და „ატალანტას“ მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მატჩის დაწყების წინ „ნაპოლის“ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას კლუბის სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ჯუნტოლიმ სერია A-ს თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა.

ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ წინა შეხვედრისგან განსხვავებით სასტარტოში ორი ცვლილება განახორციელა: ლოსანო პოლიტანოთი შეცვალა, ხოლო მეორე ცვლილების იძულებით გაკეთება მოუწია - მეკარე მერეტი მოთელვაზე დაშავდა და მისი ადგილი გოლინიმ დაიკავა. მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს
და პოლიტანოს დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. ბერგამოელები ღრმად დაცვაში არ იდგნენ, ზონურ დაცვას მიმართავდნენ და მეტოქეს თავისუფალ სივრცეებს არ უტოვებდნენ. 27-ე წუთზე კვარაცხელია ფლანგზე ორ მეურვეს დაუსხლტა, მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ გატანა მეკარე მუსომ არ დაანება. ხვიჩა ძალიან აქტიური იყო, გადმოვარდნილ ბურთზე სამჯერ თავით დაასწრო მოწინაღმდეგეს, ერთხელ კი ვიზავის უკან ჩაჰყვა და ბურთი ვარდნაში აართვა.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ატალანტა

მკითხველის კომენტარები / 4 /
სად უყურო რომელ საიტზე ,უფასოდ გთხოვთ მირჩიოდ
დჯ
22:22 11-03-2023
3
აუ კვარა რა გჭირს გაასწორე რა მიზანი....გოლი მოგვანატრე ხალხა
ზურა
22:19 11-03-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული