"ეს სიმართლეა?! - შეუძლებელია!" - კვარაცხელიამ ლეგენდარული ვან ბასტენიც გააოგნა

AutoSharing Option
ლეგენდარული ნიდერლანდელი ფეხბურთელი მარკო ვან ბასტენი ახლა Ziggo Sport Voetbal-ზე სპორტულ მიმომხილველად მუშაობს.

"ნაპოლის" თამაშის განხილვისას, რა თქმა უნდა, მან კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას ფენომენალურ გოლზეც გააკეთა:

"მომენტს უყურებ და ხედავ, რომ 1 ფეხბურთელი რვა მოთამაშის წინააღმდეგაა. ფიქრობ, როგორ შეიძლება აქ გოლი გავიდეს?! - ეს შეუძლებელია სიმართლე იყოს! შეუძლებელია გოლი გავიდეს, მაგრამ მან ეს გააკეთა", - თქვა ვან ბასტენმა.
მკითხველის კომენტარები / 30 /
მარკო ვან ბასტენი მართლაც ლეგენდარული ფეხბურთელია,მისი გაკვირვება კი მხოლოდ ფენომენებს შეუძლიათ,სხვას არავის!!!
ზაზა
14:11 12-03-2023
1
ვინ, ვინ და ვან ბასტენმა იცის რთული გოლების გატანის ფასი.
1988 წელს სსრკ-ს კარში მისი გოლი მართლა საოცრება იყო.
სული შემიგუბდა, ისეთი ლამაზი იყო ვან ბასტენის შესრულება. :)
ბუნებრივია, რომ სულაქველიძეს და სსრკ-ს ვგულშემატკივრობდი მაშინ.

https://m.youtube.com/watch?v=q3af4QIh1oc
მიშა
13:56 12-03-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული