"კვარამ" ჩემ მსგავსად გაიტანა? ვინც ამას ამბობს, მეზიზღება" - დი კანიო

AutoSharing Option
სერია A-ს 26-ე ტურში "ნაპოლიმ" "ატალანტა" 2:0 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. "კვარამ" ულამაზესი გოლი გაიტანა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები აღაფრთოვანა.

"ლაციოს" ყოფილ მეკარეს, ლუკა მარკეჯანის, ხვიჩას "შედევრმა" 1994 წელს "მილანის" კარში პაოლო დი კანიოს მიერ გატანილი გოლი გაახსენა, აღნიშნულ საკითხზე კი თავად ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმაც ისაუბრა.

"ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები. ვინც ამას ამბობს, ყველა მეზიზღება. იმ პერიოდში უკვე საკმაოდ ხნიერი ვიყავი.

ხვიჩამ ამ სიტუაციაში ბრწყინვალედ იმოქმედა, მცველები თავისკენ მიიზიდა, დრო თითქმის არ ჰქონდა, ტოლოი ჩამოიშორა. ეს ყველაფერი ძალიან
რბილად გააკეთა. ის გენიოსია და ჩემთან შედარება სამარცხვინოა.

ბურთს არც კი უყურებდა და ყველაფერი წარმოუდგენელი სისწრაფით გააკეთა. მიუხედავად მისი სიმაღლისა, გასაოცარი დრიბლინგი აქვს", - განაცხადა დი კანიომ.

შეგახსენებთ, იტალიელი სხვადასხვა დროს "ლაციოს", "იუვენტუსის", "ნაპოლის", "მილანის", "სელტიკის", "შეფილდისა" და "ვესტ ჰემის" ღირსებას იცავდა.

altპაოლო დი კანიო: იკარდის მხოლოდ ჩაკიდებული ბურთების გატანა შეუძლია

altპაოლო დი კანიო: გეტყობათ, ძალიან გაგიკვირდათ!..

altპაოლო დი კანიოს საგანგებო წერილი საზოგადოებას

altპაოლო დი კანიო - ფეხბურთის ფაშისტი რაინდი

მკითხველის კომენტარები / 23 /
ა კაცი!
ირაკლი
13 მარტი 2023 20:08
0
შენ ყოფილხარ კაცი ! ))))
ხვიჩა
13 მარტი 2023 20:05
0
მილანის წინააღმდეგ დი კანიოს 2 მცველი ედგა წინ, კვარას კი 7
giorgi 3
13 მარტი 2023 19:55
0
ღირსეული სპორტსმენი, ობიექტური და დადებითი ადამიანი ყოფილა დი კანიო! ღმერთი ფარავდეს მას!
გიორგი
13 მარტი 2023 19:09
0
მაგარი კაცის ღირსეული პასუხი.
ზოლა
13 მარტი 2023 18:09
1
ბოლომდე კაცად დარჩენილა, საღოლ პაოლო. ღირსეული კაცი ხარ.
13 მარტი 2023 17:20
0
მაგარი კაცია, სინამდვილეში მართლაც არაფრით არ ჩამოუვარდებოდა ის გოლი ხვიჩას გოლს, მარა ჯიგარია და სწორი პასუხი გასცა. ჩემ თვალში (ალბათ არამარტო ჩემ) კიდევ უფრო პატივსაცემი ადამიანი გახდა.
ბს
13 მარტი 2023 19:15
0
დი კაინიოს გოლი მილანის კარში 1994 წელი
https://www.youtube.com/watch?v=zRBxV505i3A
დათო
13 მარტი 2023 16:44
0
მადლობა ძმა ლინკისთვის.ისე ამაზე მეტად ოქრის გოლი უფრო ჰგავდა ბელორუსთნ. ეჰ, ზარმაცი ოქრი, გული მწყდება
ვანჩოპე
13 მარტი 2023 20:35
0
Fexburtis raindi tavis droze dzalian afasebdnen samartliani tamashis gamo iseti rameebi gauketebia...arc sibereshi ishlis dasafasebelia.
Givi
13 მარტი 2023 15:37
1
Vesthemis kapitai iyo agednen evertontan chaueodes burti lamis tavze daasves(ar maxsovs vin chaawoda)magram dainaxa evertonis mekare gamosvlisas daejaxa tavit pexburtels...da aman awia da xelit gaachera tamashi katshi dartymis magier,msajmac ar gaaprtxila!!!!
L.J .
13 მარტი 2023 21:20
0
ესეთი ადამიანები თუღა არსებობდნენ, არ მეგონა. სამაგალითო კვადრატში
???????????????
13 მარტი 2023 15:20
0
როგორ შვენის კაცს თავმდავლობა. რამდრნად უფრო ფასობს ასეთი პასუხი და რამდენად უფრო მაღლდება კაცი სხვის თვალში, ვიდრე ექო საკუთარი თავი
კაპიტან გარდენბურგი
13 მარტი 2023 15:08
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული