პაოლო დი კანიოს საგანგებო წერილი საზოგადოებას

AutoSharing Option
პაოლო დი კანიოს ზედმეტი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება - ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი, რომელიც მუდმივად ყურადღების ცენტრში იყო და არა მარტო იმიტომ, რომ შესანიშნავად თამაშობდა და განსაკუთრებული ქარიზმა ჰქონდა - პერიოდულად, ის სკანდალებში ეხვეოდა.

დი კანიო ცნობილია თავისი რასისტული და ფაშისტური გამოხდომებით, რამდენჯერმე კი ანტისემიტური განცხადებაც გააკეთა.

ბოლოს, პაოლო "სქაი სპორტ იტალიაში" მუშაობდა, თუმცა იქიდანაც მსგავსი პრობლემების გამო გამოაგდეს. დი კანიომ საგანგებო წერილი დაწერა და საზოგადოებას საჯაროდ მიმართა:

"იტალიური საზოგადოება მიიჩნევს, რომ მე რასისტი, ფაშისტი და ანტისემიტი ვ
არ, რაც სრული სისულელეა. არ მინდა, რომ ჩემი შვილები ისმენდნენ ათას სიბინძურეს ჩემ შესახებ.

არასდროს ვყოფილვარ კაცთმოძულე და შესაბამისად, ყოველგვარი ძალადობა ჩემთვის მიუღებელია.

ბენიტო მუსოლინის პერიოდი ყველაზე დიდი შავი ლაქაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ამას ღიად ვაფიქსირებ. უამრავი ებრაელი დაისაჯა უსამართლოდ და მათ მიმართ ყოველთვის სოლიდარულად ვიქნები განწყობილი. მინდა ამ საკითხს ერთხელ და სამუდამოდ მოეფინოს ნათელი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული