"ლაციოს" ყოფილ მეკარეს, ლუკა მარკეჯანის, ხვიჩას "შედევრმა" 1994 წელს "მილანის" კარში პაოლო დი კანიოს მიერ გატანილი გოლი გაახსენა, აღნიშნულ საკითხზე კი თავად ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმაც ისაუბრა.
"ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები. ვინც ამას ამბობს, ყველა მეზიზღება. იმ პერიოდში უკვე საკმაოდ ხნიერი ვიყავი.
ხვიჩამ ამ სიტუაციაში ბრწყინვალედ იმოქმედა, მცველები თავისკენ მიიზიდა, დრო თითქმის არ ჰქონდა, ტოლოი ჩამოიშორა. ეს ყველაფერი ძალიან
ბურთს არც კი უყურებდა და ყველაფერი წარმოუდგენელი სისწრაფით გააკეთა. მიუხედავად მისი სიმაღლისა, გასაოცარი დრიბლინგი აქვს", - განაცხადა დი კანიომ.
შეგახსენებთ, იტალიელი სხვადასხვა დროს "ლაციოს", "იუვენტუსის", "ნაპოლის", "მილანის", "სელტიკის", "შეფილდისა" და "ვესტ ჰემის" ღირსებას იცავდა.
პაოლო დი კანიო: იკარდის მხოლოდ ჩაკიდებული ბურთების გატანა შეუძლია
პაოლო დი კანიო: გეტყობათ, ძალიან გაგიკვირდათ!..