"კვარამ" ჩემ მსგავსად გაიტანა? ვინც ამას ამბობს, მეზიზღება" - დი კანიო

AutoSharing Option
სერია A-ს 26-ე ტურში "ნაპოლიმ" "ატალანტა" 2:0 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. "კვარამ" ულამაზესი გოლი გაიტანა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები აღაფრთოვანა.

"ლაციოს" ყოფილ მეკარეს, ლუკა მარკეჯანის, ხვიჩას "შედევრმა" 1994 წელს "მილანის" კარში პაოლო დი კანიოს მიერ გატანილი გოლი გაახსენა, აღნიშნულ საკითხზე კი თავად ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმაც ისაუბრა.

"ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები. ვინც ამას ამბობს, ყველა მეზიზღება. იმ პერიოდში უკვე საკმაოდ ხნიერი ვიყავი.

ხვიჩამ ამ სიტუაციაში ბრწყინვალედ იმოქმედა, მცველები თავისკენ მიიზიდა, დრო თითქმის არ ჰქონდა, ტოლოი ჩამოიშორა. ეს ყველაფერი ძალიან
რბილად გააკეთა. ის გენიოსია და ჩემთან შედარება სამარცხვინოა.

ბურთს არც კი უყურებდა და ყველაფერი წარმოუდგენელი სისწრაფით გააკეთა. მიუხედავად მისი სიმაღლისა, გასაოცარი დრიბლინგი აქვს", - განაცხადა დი კანიომ.

შეგახსენებთ, იტალიელი სხვადასხვა დროს "ლაციოს", "იუვენტუსის", "ნაპოლის", "მილანის", "სელტიკის", "შეფილდისა" და "ვესტ ჰემის" ღირსებას იცავდა.

altპაოლო დი კანიო: იკარდის მხოლოდ ჩაკიდებული ბურთების გატანა შეუძლია

altპაოლო დი კანიო: გეტყობათ, ძალიან გაგიკვირდათ!..

altპაოლო დი კანიოს საგანგებო წერილი საზოგადოებას

altპაოლო დი კანიო - ფეხბურთის ფაშისტი რაინდი

მკითხველის კომენტარები / 23 /
გენაცვალე ძმაო თავმდაბლობაში
ვახო.ხო
15 მარტი 2023 17:09
0
ცხოვრებაში მიგყვება შენი კაცობა დიკანიო ის მომენტი არის მთელი ეპოქა როცა მეკარე დაშავდა და გოლის მაგიერ ბურთი ხელში დაიჭირე ჩამო საქართვლოში კაცობის სადღეგრძელო ვახტანგურად დავლოით
zurabi
14 მარტი 2023 10:26
1
ფაშისტია, მარა ჯიგარია.დ
გფფ
14 მარტი 2023 10:18
3
არადა დი კანისო გოლიც უმაგრესი იყო !!! კაცი იყო კაცად დარჩა !
კახაბერი
14 მარტი 2023 08:28
0
არადა დი კანისო გოლიც უმაგრესი იყო !!! კაცი იყო კაცად დარჩა !
კახაბერი
14 მარტი 2023 08:24
0
ეს კაცი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ღირსებით! ბრავო დი კანიო!
გეგი
13 მარტი 2023 22:50
2
ყოველთვის მაგარი კაცი იყო.ის მახსენდება,როცა მეკარე დაშავდა და ამას შეეძლო კარში დაერტყა ჩამოწოდებული ბურთი.ამან კი ხელში აიღო ბურთი და მეკარისკენ მიუთითა ხელით,დაშავებულიაო.
კახა ქ.
13 მარტი 2023 21:33
0
იშვიათი პასუხი. ყოჩაღ!!!
ჟორა გაბრიჭიძე
13 მარტი 2023 21:25
0
ამან ერთ თამაშზე ფეარ პლეის პრინციპის გამო ცარიელ კარში გოლი არ გაიტანა და თავით დარტყმის ნაცვლად მეკარის მსგავსად ხელით დაიჭირა ბურთი. იმ დღეს ყველა ტაშს უკრავდა მოწინააღმდეგე თუ მისი გუნდიდან. იმის მერე არ ვიცი რამდენი წელი გავიდა და ახლა ვხვდები რომ ის ქმედება გულწრფელი იყო და არა ხალხის დასანახად არამედ ნამდვილად თავმდაბალი და გულწრფელი ადამიანი ყოფილა. ასეთი არ ხდება ადამიანი ასეთად იბადება.
roma bejanidze
13 მარტი 2023 20:34
0
თავმდაბალი და ვაჟკაცი! არადა,მაშინდელი მილანი ჩემპიონი გახდა და დაცვაში ტოლოი და "ვიღაცეები" კი არ იყვნენ... მალდინი, ბარეზი, კოსტაკურტა, დესაი და მთელი ამბები იყო.
555555
13 მარტი 2023 20:22
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული