მიქაუტაძე უკეთეს გუნდში უკეთ ითამაშებს - გიორგის კარგი თამაშის მიუხედავად, "მეცი" ლიდერთან" ფრეს დასჯერდა

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის 27-ე ტურის დასკვნით მატჩში „მეცი“ საკუთარ მოედანზე ლიდერ „ჰავრს“ დაუზავდა - 1:1.

მასპინძლებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, სტუმრებს მათი შეჩერება უჭირდათ და ოთხი ყვითელი ბარათი მიიღეს, მათ შორის ორი მიქაუტაძესთან უხეშობის გამო. მე-20 წუთზე იალოუ მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა, კარის წინ უმეთვალყურეოდ დატოვებულ მაზიზს გადააწოდა ბურთი და მან „მეცი“ დააწინაურა. შესვენების შემდეგ „ჰავრის“ ნახევარმცველმა რიჩარდსონმა ლამაზი გოლით ანგარიში გაათანაბრა და სტუმრები უპირატესობასაც დაეუფლნენ. „მეცი“ მეტოქის ნახევარზე გადასვლას ვერ ახერხებდა თუმცა შუა მეორე ტაიმში თამაში გათანაბრდა, მიქაუტაძემ შეუტია და სამი
მომენტი შექმნა: ჯერ გატანა მეკარემ არ დაანება, ცოტა ხანში მისი დარტყმული მცველმა დაბლოკა, მერე კი დრიბლინგი წამოიწყო, ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

ერთი სიტყვით, მიუხედავად იმისა, რომ გიორგიმ დღეს გოლი  ვერ გაიტანა, თამაშს ამწვავებდა, აშკარად კარგ ფორმაშია, მომატებაც შეუძლია და უფრო მაღალი დონის გუნდში გაცილებით უკეთ წარმოაჩენს თავს. ასაკიდან და პერსპექტივიდან გამომდინარე, ამის პოტენციალი გააჩნია.

„მეცი“ 45 ქულით მეოთხე ადგილზეა და 18 მარტს გასვლაზე „რუენს“ დაუპირისპირდება.

მეცი. „სენ-სიმფორიენი“
მეცი - ჰავრი 1:1
გოლები: 1:0 მაზიზი (20), 1:1 რიჩარდსონი (46)

altდუბლი და საგოლე გადაცემა - მიქაუტაძეს ლიგა 2-ში დიდხანს არ გააჩერებენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
მიქაუტაძე ნამდვილი ტალანტია, ლიგა 2-ის ძალისმიერ, სწრაფ და უხეშ მცველებთან მისი ასეთი შედეგიანობა ნამდვილად გამოსარჩევია, თან სწრაფად პროგრესირებს. სერია ა-ში ან ლა ლიგაში ეს პროგრესი ძალიან დაჩქარდება. ღმერთმა ქნას შემდეგ სეზონში იქ აღმოჩნდეს, კარგ გუნდში და ძარითად შემადგენლობაში.
არტ
14 მარტი 2023 12:40
0
კიდევ 11 ტურია დარჩენილი და მეცის ჩამორჩენა სულ 2 ქულა მეორე ადგილოსან ბორდოსთან და აქედან გამომდინარე ყველაფერი წინ არის მიქაუტაძე არამხოლოდ შედეგებით არის საუკეთესო თავის კლუბში გოლების და პასების მხრივ არამეტ კლასითაც და დონითაც ყველაზე მაგარია მთავარი ძალა შეტევაში ძალიან აქვს მომატებული და ეს ჩანს იმაშიც რომ ლიგა 2 საუკეთესო ბომბარდირია ამ ეტაპზე 14 გოლის გატანა 27 ტურჩი ლიგა 2 ში არაა მარტივი საქმე და იმედი მაქვს თუ მეცი ვერ შეძლებს ლიგა 1 ში გადასვლას გიორგი შემდეგ სეზონში აუცილებლად წავა ტოპ ლიგაში ჩემი სურვილია სერია ა ში ან ლალიგაში წავიდეს მაგრამ არც ბუნდესლიგას და პრემიერ ლიგას დაეწუნება რამე მთავაია მეცში არ დარჩეს იმ შემთხვევაში თუ მეცი ჩარჩა ლიგა 2 ში ზედიზედ ორი სეზონი მეორე ლიგაში მაგისთვის მართლა ცოდოა ეს ბიჭი.
goga
14 მარტი 2023 11:07
0
საგრძნობლად აღემატება ჟორჟის კლასი მისი გუნდელებისას. სრულად ვუყურე თამაშს და მისი გუნდელებისგან ამდენი უაზრო მოქმედება ეროვნულ ლიგაშიც არ მინახავს. ყველაფერი ფიზიკაზეა დაფუძნებული და მიქაუტაძის კლასის ფეხბურთელი მართლაც ცოდოა ამ გუნდშიც და ამ ლიგაშიც.
კობი 74
14 მარტი 2023 10:49
0
ჯუმტოლიიიი წაიყვანე ეს ბიჭი სანამ იაფი ღიირს და კიდევ უფრო შეგაქებენ კვარასთან ერთად კვარა-ოსიმენზე მაგარ დუეტს რომ მიიღებთ ! მითუმეტეს ამ ზაფხულს ოსიმენი ნაღდად გადავა სხვაგან--150 მილიონზე უარს ნაღდად არ იტყვის ის ფულისტი ლაურენტისი !
zura222
14 მარტი 2023 09:03
0
სუსტი გუნდია მეცი. ბევრად უკეთეს გუნდში იმსახურებს თამაშს და ალბათ წავა კიდეც.
კახა ქ.
14 მარტი 2023 08:40
0
ცოდოა ეს ბიჭი ამ გუნდში - პასს არავინ არ აძლევს, "სტენკას" ვერავინ უბრუნებს და ა.შ.
ვაჟა მასწავლებელი
14 მარტი 2023 01:44
1

სიახლეები პოპულარული