"კვარა" თუ ოსიმენი? მე სხვას ვირჩევ" - კასანომ "ნაპოლიზე" ისაუბრა

AutoSharing Option
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo TV-ის ეთერში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა. "რომას"ყოფილი ფორვარდის თქმით, "პარტენოპეის" შეუცვლელი ფეხბურთელი სტანისლავ ლობოტკაა.

"კვარა" თუ ოსიმენი? მე ლობოტკას ვირჩევ. სლოვაკი "ნაპოლის"შეუცვლელი ფეხბურთელია. ამას უკვე დიდი ხანია ვამბობ. გუნდს წინ სწორედ ლობოტკა მიუძღვება და "პარტენოპეის" შეტევებს მისი ეფექტური თამაში განაპირობებს", - განაცხადა კასანომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 68 ქულით პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ "ინტერს" 18 ქულით უსწრებს. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 16 მარტს, ჩემპიონთა ლიგაზე "აინტრახტის" წინააღმდეგ გამართავს.

altკასანო: "ნაპოლის"

მხოლოდ ერთი შეუცვლელი ფეხბურთელი ჰყავს

alt"პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ..." - კასანომ ხვიჩასა და "ნაპოლიზე" ისაუბრა

alt"ოსიმენი "ნაპოლის" დატოვებს, მაგრამ კვარა..." - კასანომ "პარტენოპეიზე" ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 18 /
გამოაკელი ნაპოლის მაშინ 30 გოლი რაც ოსიმენზე და კვარაზე მოდის და ნახავ როგორი შეუცვლელია ლობოტკა. : )
ლადო
14 მარტი 2023 13:11
4
აი რა ნაღდი რამეა ისე რა.
ამ მსოფლიოზე რამდენი გუნდი თამაშობდა, მაგრამ ერთადერთი გუნდი რომელიც დამამახსოვრდა - იყო ბრაზილია. ტიპები თამაშობდნენ იმიტომ რომ მიეღოთ სიამოვნება - მათაც და მაყურებელსაც. აი ზუსტად ეგაა ხვიჩა, რომ უყურებ მის თამაშს სიამოვნებას იღებ. რამდენი გოლიც არ უნდა გაიტანონ ოსიმენმა ან ჰოლანდმა, ვერასდროს მისცემენ გულშემატკივარს იმას, რასაც ხვიჩა აძლევს - სანახაობას.
Charley
14 მარტი 2023 14:48
3
100%
levan
14 მარტი 2023 16:02
2
ზუსტად ეს არის ტალანტი. ასეთები იყვნენ, პელე გარინჩა, მესხი, მეტრეველი, , ედუარდ სტრელცოვი, დათო ყიფიანი, მარადონა, კრუიფი, რონალდუ, რონალდინიო......
//
16 აპრილი 2023 05:09
0
ვინც ამ შეკითხვას სვამს კვარა თუ ოსიმენი პროვოკატპრია.გუნდში განხეთქილების შეტანა უნდა.და საერთოდ ყველა თავის მოვალეობას კარგად ასრულრბს წინააღმდეგ შემთხვევაში ამხელა უპირატესობა არ ექნებოდა.ბოლოს ვიტყვი ხვიჩამ და ოსიმენმა თუ თავისი საუკეთესო თამაში აჩვენეს ჩ.ლ-ზე დიდ სენსაციას ველოდები.
ამაშია საქმე
14 მარტი 2023 18:54
0
ლობოდკა არის გუნდის ძრავი და ხერხემალი, ის მინდორზე გამოსული სპალეტია, - შესაბამისად, სპალეტის პირობებში შეუცვლელია... ოსიმენი არის საშუალო ტექნიკის მქონე ძალიან კარგი თავდამსხმელი, რომელიც მაქსიმალურად იყენებს საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობებს და შეუცვლელია როგორც მოტივატორი და დანარჩენებისთვის მაგალითის მიმცემი... კვარა არის ამ ეტაპზე განუმეორებელი და ეს თავისთავად შეუცვლელობაზე მეტია... ხოლო კლასიკური გაგებით შეუცვლელი ფეხბურთელი არის ჯოვანი დი ლორენცო, რადგან გუნდის სული და გულია და ყოველთვის იქ არის, სადაც გუნდს ყველაზე მეტად უჭირს და სჭირდება...
ვოოტ
14 მარტი 2023 15:28
2
ნაწილობრივ ვეთანხმები
ლაციოსთან ამოკეტეს ლობოტკა და საერთოდ აერიათ თამაში
თენგო
14 მარტი 2023 13:07
0
ნაპოლი კარგი გუნდია და მწვრთნელიც კარგი ყავს, მაგრამ გუნდში შარშანაც იყვნენ ლობოტკაც და ოსიმენიც, მაგრამ ოთხეული ძლივს გაქაჩეს. ნაპოლის გამორჩეული გუნდის სახელი ხვიჩამ შესძინა. სეზონის დამთავრების შემდეგ ხვიჩა უნდა წავიდეს მაგ გუნდიდან, ვინაიდან გულშემატკივრებში უზომო პოპულარობის გამო თანაგუნდელებს არ უყვართ და თან არც ხელმძღვანელობა აფასებს სათანადოდ - ხელფასით ათეულში ვერ ხვდება. ხვიჩა უკვე დიდი ფეხბურთელია და მისი ნიჭის პატრონი ყველგან გაქაჩავს.
თენგაბი
14 მარტი 2023 16:03
4
ნიკოლოზ, 15 მარტს ეთამაშება აინტრახტს და არა 16 - ში!
მწვრთნელი
14 მარტი 2023 13:11
1
ღამის 12 საათიდან შემდეგი დღე იწყება, ამიტომ თბილისში უკვე 16 მარტი იქნება.
რიგითი გულშემატკივარი
14 მარტი 2023 13:28
1
ადრეც ვთქვი და გავიმეორებ. ლობოტკა 3 წელია ნაპოლიში თამაშობს. წინა სეზონებში რატომ არ გაუძღვა "პარტენოპეის" შეტევებს და მისი ეფექტური თამაში რატომ არ განაპირობა?
ქ. გ.
14 მარტი 2023 14:04
1
ამან თავისი ლობოტკათი ჰო წაიღო ტვინი
რეზი
14 მარტი 2023 14:09
3
კვარა ლა ლიგის გრანდში..და მბაპე კარგა ხანს ვერ აიღებს ოქროს ბურთს..ნუ ნაკრებით თუ გაქაჩავს.უნდა წავიდეს ყველა ვარიანტში..ამ ბიჭის სახელი..მინიმუმ 10 წელი იქუხებს მსოფლიოში ..მესივით..
კიეზა
14 მარტი 2023 16:12
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული