კასანო: "ნაპოლის" მხოლოდ ერთი შეუცვლელი ფეხბურთელი ჰყავს

AutoSharing Option
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo TV-ის ეთერში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა. იტალიის ნაკრების ყოფილი ფორვარდის თქმით, სტანისლავ ლობოტკა "პარტენოპეისთვის" ერთადერთი შეუცვლელი ფეხბურთელია.

"ეჭვგარეშეა, რომ "ნაპოლი" დღესდღეობით ევროპაში ყველაზე შთამბეჭდავად თამაშობს. "აინტრახტის" წინააღმდეგ მათ 6 გოლის გატანა შეეძლოთ, მიუხედავად იმისა, რომ ფრანკფურტელები საშინაო მოედანზე შესანიშნავად გამოიყურებიან და გასულ სეზონში ევროპის ლიგაც მოიგეს.

ამ მატჩში ლობოტკა შეუდარებელი იყო, კვარაცხელია და ოსიმენი იტალიური გაზეთების პირველ გვერდებზე ხვდებიან, თუმცა სლოვაკი ნახევარმცველი "ნაპოლისთვის" ერთადერთი შეუცვლელი მოთამაშეა" - განაცხადა კასანომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში
62 ქულით პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ "ინტერს" 15 ქულით უსწრებს. ლუჩანო სპალეტის გუნდი მორიგ შეხვედრას დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე "ემპოლის" წინააღმდეგ გამართავს.

alt"პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ..." - კასანომ ხვიჩასა და "ნაპოლიზე" ისაუბრა

alt"ოსიმენი "ნაპოლის" დატოვებს, მაგრამ კვარა..." - კასანომ "პარტენოპეიზე" ისაუბრა

alt"ის ფიქრობს, რომ ზიდანია, სინამდვილეში კი..." - კასანომ ლუკაკუ მიწასთან გაასწორა

მკითხველის კომენტარები / 9 /
წეღან ვიღაც წერდა, ოსიმენია პირველი კაცი გუნდში და არა კვარაოოო.
ოსიმენი ძაან მიყვარს მაგრამ შარშანაც იყო ნაპოლიში და ისეთი შედეგიანი რატომ ვერ იყო სანამ კვარა მოვიდა?
0
როდის ჩამოყალიბდება "მსუქანი" ნაპოლის შეუცვლელ მოთამაშეზე, საუკეთესო მოთამაშეზე და ასე შემდეგ... "მსუქანს" ცხრა პარასკევი აქვს კვირში. ისე ყველაზე მაღალი დონის ფეხბურთი ანტონიო "ბარიში" თამაშის დროს აჩვენე!
თომა
16:53 25-02-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული