"კვარა" თუ ოსიმენი? მე სხვას ვირჩევ" - კასანომ "ნაპოლიზე" ისაუბრა

AutoSharing Option
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo TV-ის ეთერში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა. "რომას"ყოფილი ფორვარდის თქმით, "პარტენოპეის" შეუცვლელი ფეხბურთელი სტანისლავ ლობოტკაა.

"კვარა" თუ ოსიმენი? მე ლობოტკას ვირჩევ. სლოვაკი "ნაპოლის"შეუცვლელი ფეხბურთელია. ამას უკვე დიდი ხანია ვამბობ. გუნდს წინ სწორედ ლობოტკა მიუძღვება და "პარტენოპეის" შეტევებს მისი ეფექტური თამაში განაპირობებს", - განაცხადა კასანომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 68 ქულით პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ "ინტერს" 18 ქულით უსწრებს. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 16 მარტს, ჩემპიონთა ლიგაზე "აინტრახტის" წინააღმდეგ გამართავს.

altკასანო: "ნაპოლის"

მხოლოდ ერთი შეუცვლელი ფეხბურთელი ჰყავს

alt"პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ..." - კასანომ ხვიჩასა და "ნაპოლიზე" ისაუბრა

alt"ოსიმენი "ნაპოლის" დატოვებს, მაგრამ კვარა..." - კასანომ "პარტენოპეიზე" ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 18 /
გამოაკელი ნაპოლის მაშინ 30 გოლი რაც ოსიმენზე და კვარაზე მოდის და ნახავ როგორი შეუცვლელია ლობოტკა. : )
ლადო
14 მარტი 2023 13:11
4
ნიკოლოზ, 15 მარტს ეთამაშება აინტრახტს და არა 16 - ში!
მწვრთნელი
14 მარტი 2023 13:11
1
ღამის 12 საათიდან შემდეგი დღე იწყება, ამიტომ თბილისში უკვე 16 მარტი იქნება.
რიგითი გულშემატკივარი
14 მარტი 2023 13:28
1
ნაწილობრივ ვეთანხმები
ლაციოსთან ამოკეტეს ლობოტკა და საერთოდ აერიათ თამაში
თენგო
14 მარტი 2023 13:07
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული