მიუხედავად იმისა, რომ გერმანელმა ულტრასებმა ქალაქში არეულობა მოაწყვეს, შეხვედრა მაინც დანიშნულ დროს დაიწყო და დაიწყო მასპინძელთა შეტევებით, რომლებმაც გერმანიაში 2:0 იმარჯვეს. პირველი მომენტი კვარაცხელიას შეექმნა, მაგრამ დარტყმისას ბურთი აეჭრა. შემდეგ მან ოსიმენი მეკარე ტრაპს პირისპირ შეჰყარა და ნიგერიელმა მომენტი ვერ გამოიყენა. მორიგი იერიშისას ტრაპმა უკვე ქართველს მახვილი კუთხიდან არ გაატანინა. 42-ე წუთზე ხვიჩა მეკარესთან ერთი-ერთზე გავიდა და ისევ ვერ დაჯაბნა ტრაპი, ხოლო კომპენსირებულ დროში ოსიმენმა "ნაპოლი" დააწინაურა.
ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - აინტრახტი 1:0
გოლი: 1:0 ოსიმენი (45+2)