"ვაისის ფრთის ქვეშ ფორმის აღდგენა მოახერხა" - სლოვაკური გამოცემა ჩაკვეტაძეზე წერს

AutoSharing Option
ბრატისლავის "სლოვანის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე სლოვაკური პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა. sportweb.pravda-მ ქართველ ფეხბურთელს ვრცელი სტატია მიუძღვნა და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტად მოიხსენია.

"როდესაც "სლოვანის" ქართველ ფეხბურთელებზე ვსაუბრობთ, მხოლოდ ჯაბა კანკავა და გურამ კაშია არ უნდა ვახსენოთ. აგვისტოში ვლადიმირ ვაისმა გუნდში ახალგაზრდა, ნიჭიერი ფლეიმეიქერი გიორგი ჩაკვეტაძე დაიმატა. მისით ისეთი კლუბები ინტერესდებოდნენ, როგორებიც "ბარსელონა" და "ლივერპულია".

"ჩაკვეტაძე 18-19 წლის იყო, როდესაც ერთა ლიგის D დივიზიონი პრაქტიკულად მარტომ მოიგო და საქართველოში მეგა-ვარსკვლავი გახდა. მას "დორტმუნდი", "ჩელსი", "რომა" და "ბარსელონა" აკვირდებოდნენ, სამწუხაროდ, გიორგიმ ჯვარედინი
მყესები დაიზიანა" - გაიხსენა ვაისმა.

მაგრამ ჩაკვეტაძემ აღდგენა "სლოვანში" მოახერხა, ვაისის ფრთის ქვეშ, რომელმაც თავის დროზე ის საქართველოს ნაკრებში მიიწვია.

"ამჟამად შესანიშნავად გამოიყურება. ახალ გუნდს სწრაფად შეეწყო. თუ ტრავმებს თავიდან აიცილებს, დარწმუნებული ვარ, მატჩიდან მატჩამდე მოუმატებს და უკეთესი გახდება" - ამბობს ჯოზეფ კონტირი.

"ჩვენს რიგებში ერთ წელიწადს გაატარებს, შემდეგ კი ვნახოთ" - განაცხადა ვაისმა.

დღესდღეობით, "სლოვანის" ქართველი ფეხბურთელების გარეშე წარმოდგენა ძნელია" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძემ "სლოვანის" მაისურით ჯამში 34 მატჩი ჩაატარა და თავი 7 საგოლე პასით გამოიჩინა.

alt"სლოვანი" წაგებას გადაურჩა - ჩაკვეტაძე კანკავამ შეცვალა

altჩაკვეტაძე ფორმაშია - რამდენად მოხერხდება მისი კვარაცხელიასთან ერთად თამაში ნაკრებში?

altHSV24.MOPO: ჩაკვეტაძემ "სლოვანის" მიერ ჯგუფის მოგება უზრუნველყო



მკითხველის კომენტარები / 5 /
სლოვაკეთის დონის ჩემპიონატში,გოლი ვერ გაქვს და რატომ უნდა წაიყვანოს ძლიერმა გუნდმა, სადაცა მანდ პრაკტიკა მაინც აქვს და ჯობია დარჩეს.
გოგა
17 მარტი 2023 18:41
0
ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ითამაშებს ნაკრებში.
სამართალი
16 მარტი 2023 21:49
1
კარგია,უმატებს და სლოვანის ერთერთი წამყვანი ფეხბუთელია,მაგრამ ჩვენ ხომ გვახსოვს,ჩაკვეტაძე ტრავმამდე და როგორ ვთქვათ,რომ ფორმა სრულად აღიდგინა?!თავში ისევ ის ტრავმა აქვს ჩაჭედილი და გადამწყვეტ გამწვავებაზე წასვლის საშუალებას არ აძლევს.მთელი სეზონია თამაშობს,მაგრამ გოლი არ გაუტანია და ბოლო კაცის მოტყუებაზე არ წასულა(ყოველ შემთხვევაში,მე არ მინახია თუმცა ძალიან ბევრსაც ვერ ვუყურებ),არც საჯარიმოს გარედან კარში დარტყმებით გვანებივრებს,არა და რას უბათქუნებდა ხოლმე,საჯარიმოს მისადგომებიდან.ვიცი,მთელი სხეულით ვგრძნობ,რომ ორი-სამი გოლი,ამ სიმძიმეს მოხსნის მხრებიდან,მაგრამ თუ არ სცადა,როგორ გაიტანს?ამიტომ გეხვეწები რა,გიო!დაარტყი კარში!მოატყუე ბოლო კაცი!გაიტანე ის წყეული პირველი გოლი და მერე,გდიონ მოწინააღმდეგეებმა.ვეღარავინ დაგიჭერს!
სოსო
16 მარტი 2023 13:45
2
გიორგი დღეს ეცადე გოლიც გაიტანო ზოგიერთი ქართველი "საფეხბურთო პროფესორების" დასაშოშმინებლად, რომლებსაც ფეხბურთი მარტო გოლის გატანა გონია. აბა შენ იცი, კვარასთან ერთად "ჰოლანდ-ჰოლანდიც" უნდა დაჩაგროთ და ბათუმიდან "კუდამოძუებული" უნდა გაუშვათ! ეს ჩვენი თხოვნაცაა, სურვილიც და დავალებაც!
ვაჟა მასწავლებელი
16 მარტი 2023 13:41
2
სლოვანის მეოთხედფინალში გასვლა და კიდევ უფრო შორს წასვლა და ასევე ნაკრების წარმატებები პირდაპირპროპორციულად დაეხმარება გიორგის უძლიერეს კლუბში გადასვლაში!
ლაშა
16 მარტი 2023 13:30
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული