"სლოვაკეთის" ჩემპიონატის მე-20 ტურში "სლოვანმა" საკუთარ მოედანზე ფრეს მიაღწია ბანსკა ბისტრიცას "დუკლასთან" - 2:2.
პირველი ტაიმი სტუმრებმა მოულოდნელად 2:0 მოიგეს, მეორე ტაიმში მასპინძლები შტურმზე გადავიდნენ და 75-ე წუთზე ვლადიმერ ვაისმა პენალტით დალაშქრა მეტოქის კარი, 90-ეზე კი ანდრე გრინმა ანგარიში გაათანაბრა.
ბრატისლავურ გუნდში შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო გურამ კაშიამ, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძის ნაცვლად შესვენების შემდეგ მოედანზე ჯაბა კანკავა შევიდა.
"სლოვანი" 43 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევარ დაკ-ს ახლა მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.
ქართველების გუნდი 25 თებერვალს გასვლაზე "ზლატე მორავცეს"
დაუპირისპირდება.
https://www.youtube.com/watch?v=eaU3Sg2vFLI