"ტორინოს" მწვრთნელი: როგორ შეაჩერო "კვარა"? - პირჯვარი უნდა გადაიწერო

AutoSharing Option
"ნაპოლისთან" მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ტორინოს" მწვრთნელმა ივან იურიჩმა მეტოქე გუნდსა და ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე ისაუბრა:

"იტალიაში "ნაპოლის" მსგავსი გუნდი არ მინახავს, ევროპაშიც ცოტაა. ბევრი ვარსკვლავი არ ჰყავთ, თუმცა ყველა რგოლში კომპაქტურად მოქმედებენ. სახიფათონი არიან.

"კვარას" ვერ გააჩერებ. შეგიძლია ორი მეურვე მიუჩინო, მაგრამ მაშინ მარიო რუის და სხვა ნახევარმცველებს თავისუფალ სივრცეს დაუტოვებ. კოფი ჯიჯიმ პირველი შეხვედრა შესანიშნავად ჩაატარა, ახლა კი პრობლემა აქვს და შეიძლება ვერ დაგვეხმაროს. "კვარას" წინააღმდეგ თამაშისას უბრალოდ პირჯვარი უნდა გადაიწერო და იმედოვნო, რომ მისი დღე არ იქნება".

მკითხველის კომენტარები / 11 /
ჯარჯის გასაგონად:მე ის ვთქვი რასაც ვფიქრობ,გამგები გაიგებს!!!
ზაზა
20:46 19-03-2023
0
სირ სიომინს უთქვია ახლა რომ კვარა როცა ლიგას მოიგებს,კალაძეს მერე გაუტოლდებაო?ლიგა მოიგო მილანმა და არა კალაძემ!მერე კვარა უკვე არის მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში,რომლის როლი ნაპოლიში არის გადამწყვეტი,მან უკვე მოიგო ყველაფერი და ამ ყველაფერს ჰქვია " ხალხის გულები",ტიტულებს რაც შეეხება ცოტა მოთმინება იქონიეთ ბატონებო!!!
ზაზა
14:02 19-03-2023
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული