"ტორინოს" პირჯვარის გადაწერამაც არ უშველა - კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 27-ე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „ტორინო“ 4:0 დაამარცხა.

მატჩის წინ „ტორინოს“ მწვრთნელმა იურიჩმა განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაშისას პირჯვარი უნდა გადაიწერო, რამეთუ მისი შეჩერება შეუძლებელია.

კვარაცხელიამ ისევ გამოიჩინა თავი - მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 12 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა. Squawka-ს ცნობით, ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც სერია A-ში "ორმაგი დუბლი" შეასრულა.

ტრადიციისამებრ ნეაპოლური გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას და ოსიმენმა თავურით დალაშქრა მილინკოვიჩ-სავიჩის კარი. ხვიჩას ყურადღებით მეურვეობდნენ, გრავიონი ეუხეშა და ყვითელი ბარათი მიიღო. მასპინძლებმა სახიფათო კონტრიერიშებით უპასუხეს და „ნაპოლი“
მეკარე მერეტმა გადაარჩინა. 34-ე წუთზე ხვიჩა საჯარიმოში ლინეტიმ წააქცია, პენალტი თავად დაზარალებულმა გამოიყენა და მიმდინარე ჩემპიონატზე მე-12 გოლი გაიტანა. შემდეგ ქართველმა ვიქტორს პასი გაუკეთა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

მეორე ტაიმის დასაწყისში „კვარამ“ ლამაზი ქუსლურით პასი გაუკეთა ოლივეირას, მან ბურთი ოსიმენს ჩააწოდა და ნიგერიელმა დუბლი შეასრულა - 21 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია. 70-ე წუთზე კვარაცხელიამ ნდომბელე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და მან „ნაპოლიში“ პირველი გოლი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება გარანტირებული ჰქონდათ, ხვიჩა მწვრთნელმა სპალეტიმ არ შეცვალა.

„ნაპოლი“ 71 ქულით ლიდერია, „ინტერს“ 21 ქულით უსწრებს და 2 აპრილს „მილანს“ უმასპინძლებს.

ტურინი.“გრანდე-ტორინო“
ტორინო - ნაპოლი 0:4
გოლები: 0:1 ოსიმენი (9), 0:2 კვარაცხელია (35, პენ), 0:3 ოსიმენი (50), 0:4 ნდომბელე (70)

მკითხველის კომენტარები / 12 /
ყოჩაღ ხვიჩა,ყველაფერი კამფეტივით იყო,ღმერთმა გაგახაროთ ჩვენი გახარებისთვის!
ზაზა
20:42 19-03-2023
1
გოლი და საგოლე გადაცემა კაი ერთი მართლა)) ისე მიგვაჩვია რო აღარ გვიკვირს.
გიო
20:40 19-03-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული