როდესაც გუნდელის გატანილი გოლი საკუთარზე მეტად გიხარია - რა რეაქცია ჰქონდა კვარას ნდომბელეს გოლზე [PHOTO]

AutoSharing Option
დღეს, 19 მარტს სერია A-ს 27-ე ტურში "ნაპოლი" "ტორინოს" ესტუმრა და 4:0 დაამარცხა, აღნიშნულ შეხვედრაში "პარტენოპეის" ქართველმა ლეგიონერმა ხვიჩა კვარაცხელიამ 35-ე წუთზე პენალტი გაიტანა, 68-ე წუთზე კი თანაგუნდელს - ტანგი ნდომბელეს გაატანინა. როგორც ჩანს, "კვარა" თანაგუნდელის გატანილმა გოლმა ძალიან გააბედნიერა.

მოგეხსენებათ, ფრანგ ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში არც თუ ისე დიდი სათამაშო დრო ეძლევა, ალბათ 22 წლის გარემარბის ასეთი რეაქციაც სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა.

Sportall.Ge

altმე-10 საგოლე გადაცემა სერია A-ში და ნდომბელეს გოლი

altხვიჩა კვარაცხელიამ "ტორინოს" გაუტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
ვეებერთელა გულის დიდი ფეხბურთელი!საამაყო ახალგაზრდა!ღმერთმა გაგახაროს!!!
მერაბი
19 მარტი 2023 22:18
1
კვარა, ბრილიანტია, ოქროს ბურთის მოვებას და ყველა ტიტულის მოგებას გისურვებ, გფარავდეს უფალი.
გური
20 მარტი 2023 01:04
1
პირველ რიგში კეთილშობილი ადამიანი! მადლობა მას და მის მშობლებს ამისთვის! კვარა არის კარგად და სწორად აღზრდილი ადამიანი რომელსაც ჯერჯერობით ვერაფერი დააკლო ვარსკვლავურმა სენმა, რომელმაც ბევრი დიდი ტალანტი ჩააქრო. მაგრამ კვარა არის ადამიანი და მყარად დგას მწაზე უფლის წყალობით, უფალი გფარავდეს კარგო კაცო!
ირაკლი
20 მარტი 2023 15:05
0
კეთილი ბიჭი!!!
ზაზა
20 მარტი 2023 07:34
0
ისე რა გაუმართლა ასეთ ფეხბურთელებს როგორიც ნდომბელეა-რო თამაშობდეს სადღაც ჯენოაში ან სტოუკ სიტიში ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელი იქნებოდა,არადა კაცი ჩლ-ს უმიზნებს.
Levani
20 მარტი 2023 03:55
2
მასე ჩვემც გვყავდა დინამოში 1964 წელს აფშეევი, მთელი სეზონი ზაპასში იჯდა, ერთი თამაში არ უთამაშია დინამოსთან ერთად, გახდა ჩემპიონი, აიღო ოქროს მედალი და წავიდა.
მალხაზ ჯობავა
20 მარტი 2023 09:38
1
ნდომბელე საკმაოდ ნორმალური ფეხბურთელია, ნაპოლის ძირითადსაც ითამაშებს უპრობლემოდ
უვიცი
20 მარტი 2023 12:54
0
ყველა გამოხმაურება
გუნდელი კი არა - თანაგუნდელი.
xuta
20 მარტი 2023 11:52
0
მართლა მაგარი ადამიანი არის გენაცვალე გულში ღმერთმა დალოცოს ვაჟკაცო კაცო ამინ
კაკაო
21 მარტი 2023 06:55
0
ყველაზე მეტად, ხვიჩაში მომწონს,თავდაბლობა და კეთილშობილობა.ნეაპოლელებმაც,ეს აღნიშნეს და უფრო შეიყვარეს.
როლანდ
21 მარტი 2023 22:57
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული