Ballon d'Or 2023 Power Rankings. სარეკორდო პოზიცია - კვარაცხელია "ოქროს ბურთის" რეიტინგში კვლავ წინ მიიწევს

AutoSharing Option
goal.com-მა, ბოლო თვის მონაცემების მიხედვით, "ოქროს ბურთი 2023"-ის საკუთარი რეიტინგული ვერსია განაახლა. "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია კიდევ ერთი პოზიციით დაწინაურდა და საპატიო პრიზის კანდიდატთა სიაში მისთვის სარეკორდო, მეექვსე ადგილზეა. ხვიჩას თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი კი მეოთხე პოზიციაზე აღზევდა.

"ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურმა დაპირისპირებებმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლა მხოლოდ გაამწვავა", - აღნიშნავს გამოცემა და კვარაცხელიას თაობაზე შემდეგს წერს:

ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
ბოლოს მეშვიდე პოზიციაზე იყო
16 გოლი და 17 საგოლე გადაცემა 2022/23 წლების სეზონში

"ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის ფავორიტი მოულოდნელად მას შემდეგ გახ
და, რაც მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში კარგი ბადე ერგო. ქართველი გარემარბი სერია A-ში გოლების გატანას და საგოლე გადაცემების გაკეთებას განაგრძობს, ხოლო ლუჩანო სპალეტის გუნდს სკუდეტოს მოპოვება აპრილის ბოლოს აქვს გადაწყვეტილი".

"ოქროს ბურთი 2023"-ის განახლებული ტოპ-ათეული:

1. ლიონელ მესი (პსჟ)
2. ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი)
3. კილიან მბაპე (პსჟ)
4. ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი)
5. ვინისიუსი (რეალი)
6. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
7. მარკუს რეშფორდი (მანჩესტერი)
8. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
9. კაზემირო (მანჩესტერი)
10. ბუკაიო საკა (არსენალი)

მკითხველის კომენტარები / 33 /
კვარა ლიგაზე შენ თავს უნდა გადაახტე, ხო მაგარი ხარ მაგრამ მეტი აიღე შენ თავზე. ისე გეთამაშოს ეს დარჩენილი დრო პირველზე გადასულიყავი რეიტინგში. სერია ა, ლიგა და ოქროს ბურთიც მოგეგოს პირველივე სეზონზე
რაბუ
20 მარტი 2023 20:24
2
ოსიმენი მაგარი ფეხბურთელია მაგრამ კვარაზე წინ არ უნდა იყოს რეიტინგში. მანამდეც იყო ნაპოლიში და ერთი ჩვეულებრივი თავდამსხმელი იყო. კვარამ კი სხვა დონეზე აიყვანა. ამას უნდა დაფასება და შეხედვა
რაბუ
20 მარტი 2023 21:22
4
Osimenma rom moumata eg araperi xooo(yvela dakargul burrts dasdevsvavs dzaglivit),bichebi dzmebivit arian gundshi ra adgilebze bchobt iamayet isiamovnet!!!!
L.J .
21 მარტი 2023 01:41
2
ობიექტურობას ნუ დავკარგავთ. ოსიმენს რაც ნაპოლიში გადავიდა საშინელ ტრამვა ქონდა- სახის ძვლები ქონდა დამტვრეული და თითქმის არ უთამაშია. მანამდე კი ძალიან მაგრად თაშობდა საფრანგეთში. ასე რომ არ არის საჭირო მისი დაკნინება ვითომ კვარას სასარგებლოდ. არ ჭირდება ეს კვარას.
რე
22 მარტი 2023 08:29
0
ჰოლანის გუნდს ცოტა ხნის წინ სერბეთმა მოუგო და მიკვირს რეიტინგში დაღმასვლა რატომ არ შეეხო?!
არაუშავს, ჩვენთან წაგების შემდეგ შეეხება!
ლაშა
20 მარტი 2023 20:11
1
Norway vs Serbia 0-2 Extеndеd Hіghlіghts & All Gоals 2022 HD (https://www.youtube.com/watch?v=A-w_uPRG5ss). 5 თვის წინ მოუგო და თან ნორვეგიაში!
საქართველოს ნაკრები რომ ნორვეგიას მოუგებს მე უკვე ვთქვი და 28-ში დავწერ ამის შესახებ კომენტარს თუ რა უსუსურია პრემიერლიგა სხვა ტოპ ლიგებთან შედარებით, სადაც ნორვეგიელთა უმრავლესობა თამაშობს.
სანაკრებო ფეხბურთში ჰალანი არის 0, ამას ვგულისხმობ და არა სიტიში ნაჩვენებ შედეგებს!
ლაშა
20 მარტი 2023 21:29
2
კვარას რა ეძახიან?
კვარადონას. ხოდა მარტო ათრევს...
რაც შეეხება ტოპ ლიგებს, ვფიქრობ ქართული ფეხბურთი მოიგებს თუ ბიჭები იტალიასა და ესპანეთში გადავლენ, თუმცა საფრანგეთი და გერმანია არ უნდა დავივიწყოთ!
ლაშა
21 მარტი 2023 10:55
0
ყველა გამოხმაურება
მბაპემ და მესიმ,ძალიან უკლეს.თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატში მათმა გამოსვლამ,ძალიან დიდი ბონუსები მისცა,ორივეს.ჰოლანი ფრინავს და ვინისიუსიც ბრწყინავს,თუმცა მათთან ბრძოლის შედეგები,ლიგაში შედეგებზე იქნება მნიშვნელოვნად დამოკიდებული.ხვიჩა და ოსიმენი კი,ერთ ტალღაზე სხედან და მათ შორის უკეთესიც,დარჩენილი თამაშების მიხედვით გაირკვევა.დღევანდელი სურათით,სამეულში შესვლა,შეუძლებელი არ ჩანს და დანარჩენს,მომავალი გვიჩვენებს.წარმატებები ჩვენს ბიჭს,წარმატება ჩვენს ნაკრებს ნორვეგიასთან და წარმატება ნაპოლის,ორივე ტურნირზე,ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით!მაშინ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
სოსო
20 მარტი 2023 20:03
1
გუნდის შედეგების მიხედვით ეს პრიზი ან ოსიმენს ეკუთვნის ან კვარაცხელიას. ოდნავ მეტად ალბათ უფრო ოსიმენს. მაგრამ ხვიჩას შედეგიანი გადაცემა გაცილებით მეტი აქვს. მესი გენიოსია და შეიძლება ყოველ წელს მისცე, მაგრამ ეს ორი ფეხბურთელი უფრო მაღალ დონეზე თამაშობს ამ ეტაპზე და უფრო ნაკლები რესურსით.
odala
20 მარტი 2023 20:33
5
მესი და მბაპე ვფიქრობ დაქვეითდებიან, რადგან პსჟ ლიგიდან გავარდა. ბავარიამ თუ სიტი გააგდო ჰალანდიც უნდა დაქვეითდეს წესით. საჭიროა ნორვეგიის დამარცხებაც თავის ჰალანდით. ოსიმენი უკან იყო, ახლა კი საკმაოდ დაწინაურდა მე-8 დან მე-4 ზე გადავიდა. ხვიჩამ გოლებს უნდა მოუმატოს ლიგაზე. მესმის ძნელია პარტნიორის კონკურენტი გახდე, მაგრამ თავის თავზე უფრო მეტი უნდა აიღოს ხვიჩამ. ოქროს ბურთია სასწორზე.
G.LA
20 მარტი 2023 20:03
3
100%
skaro
21 მარტი 2023 16:41
0
79 წლიდან ვუყურებ ფეხბურთს და მიმაჩნია, რომ 22 წლის ხვიჩა ყველა დროის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია, მინუსების დამწერს ვთხოვ, განმარტოს საწინაარმდეგო მოსაზრება.
მინდია
21 მარტი 2023 13:10
5
ეგრე ცალსახა არაა ეგ ამბავი. ჩემი აზრით, მე რაც მინახავს ქარტველი ფეხბურთელები, დათო ყიფიანი ყველაზე კარგი იყო. ნუ მიწყენთ, ძალიან მიყვარს კვარა, მაგრამ დათოს საფეხბურთო ინტელექტი კვარაზეც კი უფრო მაღალი ქონდა. საქართველო რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ყოფილიყო და ფეხბურთელებს ევროპაში თამაშის საშუალება ქონოდათ, დათო ყიფიანი მსოფლიოს საუკეთესოებში დაიმკვიდრებდა ადგილს. და სულ სხვა კვალს დატოვებდა მსოფლიო საფეხბურთო ისტორიაში. წარმატებები კვარას!
გულშემატკივარი
22 მარტი 2023 11:02
0
რასაც მთელი კარიერა აყვედრიდნენ ის შეძლო მესიმ და წელს ვერავინ ვერ შეეცილება ოქროს ბურთს. ხვიჩას ყველაფერი წინ აქვს ჯერ.
შეტევა
20 მარტი 2023 21:57
2
ხვიჩა მეტი, მეტი აიღე შენს თავზე საჯარიმოში, ან ცოტა მის გარეთ! მე შენი არცერთი თამაში გამიცდენია რუბინიდან მოყოლებული და კარგად ვიცი რამხელა პოტენციალი გაგაჩნია! გახიე, დაბდღვენი, გააცამტვერე, გაგლიჯე შენი მცველები, ისე როგორც ამას რუბინში აკეთებდი. ხომ ხედავ ატალანტას გოლმა, იტალიელები როგორ გააგიჟა (მარადონას გოლი ესე იწერებოდა იტალიურ პრესაში) ეგეთი გოლები და ასისტები გვინდა ხვიჩა! შენ ეს შეგიძლია ხვიჩა! მიაწექი ბოლომდე! ეხლა შენი დროა! გაიხარე და გაგვახარე ჩვენო ჯადოქარო, უსაყვარლესო ადამიანო!
გიო
21 მარტი 2023 00:01
1
რა სამწუხაროც არ უნდა იყოს …მესის მისცემენ ოქროს ბურთს მსოფლიოს გამო ეგ არის სადღაც 95% …ამ 5 პროცენტიდან 1% შანსი აქვს ჰოლანდს თუ აწი ჩემპიონთა ლიგას და პრემიერ ლიგას მოიგებს და თან ყოველ გადამწყვეტ თამაშში 2-3 ბურთს გაიტანს …. რაც შეეხება ხვიჩას და ოსიმენს მათ ჩემპიონატი მოიგეს და ის 1% 1% უკვე აქვთ აწი კი ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგონ და თან გადამწყვეტი გოლები და ასისტები დაჭირდებათ ბევრი …ხვიჩას კი ამ ყველაფრის გარდა ნაკრებში ჭირდება მაგარი შედეგები …ასე რომ ვნახოთ რა გამოვა ….
მდაა
20 მარტი 2023 22:59
2
გაგიკვირდებათ და რაც მალე დასრულდება მესი/რონალდუს დაპირისპირების ჭრილში დამკვიდრებული საგა, მით უკეთესი ფეხბურთისთვის. მდიდარმა ბიძიებმა, ფულის საჭრელი კონვეერი ამოქოქეს. ბოლო 15 წლის განმავლობაში, მთელი ფეხბურთი, მათი დაპირისპირების ჭრილში განიხილებოდა. ხან ერთს აძლევდნენ ოქროს ბურთს, ხან მეორეს. იმ სეზონში, რომელშიც არც ერთი ვარგოდა, არც მეორე, საერთოდ, დაჯილდოებაზე უარი თქვეს. ბიჯო, პელეს, მარადონას და კრუიფის ეპოქაში, ესენი არ ყოფილან მარადმწვანე გამარჯვებულები და რანაირად შეიძლება 15 წლიდან 12 წელი, ორ კაცს აძლიო ოქროს ბურთი?! ფეხბურთის ხიბლი მრავალფეროვნებაშია. არც ტიკი-ტაკა/ჩაყენებული ავტობუსის დაპირისპირებას მოუტანია სიკეთე და კიდე კაი, ნელ-ნელა წარსულს ბარდება. ერთიც და მეორეც გამოდიოდა თითზე ჩამოთვლილ გუნდებს. დანარჩენები, უნიჭო პაროდიას თამაშობდნენ. არ შეიძლება, ბარსას ნათამაშები ტიკი-ტაკა, ბაიერნს მოარგო და პირიქით, არც ბაიერნის სათამაშო სტილი მოუტანს ბარსას წარმატებას.
ციციკორე
22 მარტი 2023 12:14
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული