ლობოტკა კვარაცხელიას აქებს და "ლივერპული" ეპატიჟება - ის და ვაისი სლოვაკეთში აღიარეს

AutoSharing Option
სლოვაკეთში წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში მეორე ადგილზე "ნაპოლის" ნახევარმცველი სტანისლავ ლობოტკა გავიდა. მან Sport24-ს განუცხადა, რომ ჯენარო გატუზოსგან განსხვავებით, ლუჩანო სპალეტის მისი სჯერა, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, თავს ასე კარგად არასოდეს არ გრძნობდა და არ ელოდა, თუ მისი გუნდი ამ სეზონში ასე კარგად ითამაშებდა.

დაჯილდოებისას ლობოტკამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა: "ქართველი თავისი გამორჩეული ტალანტით ყველას აოცებს, თამაშით, გოლებით. უნდა ვაღიარო, მის შესახებ არაფერი ვიცოდი. ალბათ, მხოლოდ საქართველოში იცოდნენ მისი არაჩვეულებრივი ტალანტის შესახებ. თამაშიდან თამაშამდე აჩვენებს, რასაც წარმოადგენს".

The Athletic-ის ცნობით, კლუბის
ხელმძღვანელობისგან ლობოტკას ზაფხულში შეძენას "ლივერპულის" მწვრთნელი იურგენ კლოპი მოითხოვს. ლობოტკამ ცოტა ხნის წინ "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე გააგრძელა. სტანისლავის სატრანსფერო ფასი 30 მილიონი ევროა, ამ სეზონში კი 27 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სლოვაკეთის წლის საუკეთესო მწვრთნელად "სლოვანის" თავკაცი ვლადიმირ ვაისი აღიარეს, რომელმაც თქვა, რომ შეიძლება ყველა გააკვირვოს და სამწვრთნელო კარიერა დაასრულოს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ლობოტკას სტილის ფეხბურთელი მართლა დახატავს ლივერპულს. მაგრამ სადაც არის იქ იყოს. პირიქით ნაპოლი მომავალი სეზონიდან რო გაძლიერდეს ჩვეულებრივი გრანდი გახდება ევროპაში, როგორც ერთ დროს მილანი იყო. და უკეთესიც.
გიო
23:51 21-03-2023
2
ლივერპული არა ტოროლა...
ლაშა
20:57 21-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული