Arenanapoli: კვარაცხელია თბილისში 300 000-ევროიანი ავტომობილით გადაადგილდება

AutoSharing Option
Arenanoli აქვეყნებს ფოტოს, რომელიც მათივე ინფორმაციით, Twitter-ზე ქართველმა ჟურნალისტმა დაჩი წურწუმიამ გაავრცელა.

გამოცემის ცნობით, "ნაპოლის" ქართველი ფეხბურთელი თბილისში Mercedes AMG GT Coupe-თი გადაადგილდება, რომლის საბაზრო ღირებულებაც 300 000 ევროა. ის აღჭურვილია V8 ძრავით და შეუძლია მიაღწიოს 320 კმ/სთ სიჩქარეს.

წყარო იმასაც აღნიშნავს, რომ უცნობია, იქირავა თუ შეიძინა ხვიჩამ ეს მანქანა.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია საქართველოს ნაკრებთან ერთად მონღოლეთთან და ნორვეგიასთან დაპირისპირებებისთვის ემზადება.


მკითხველის კომენტარები / 83 /
ამ ბიჭისათვის ყველა სიკეთე მემეტება,მაგრამ ეს სპორტული მანქანაა,ძალიან სწრაფი და ამის შემდეგ,გულში სულ შიში მექნება!ღმერთმა სულ მშვიდობიანად ატაროს.
სოსო
22 მარტი 2023 22:44
3
უკეთესი ეკუთვნის! მიდი ხვიჩიკო იგულავე! დაიმსახურე შებ ეს ყველაფერი! თავის შრომით მიახწია ამდენს და სამაგალითო უნდა იყოს პტარებისთვის! ხვიჩა არაა ის კაცი რომ მანქანის მარკამ თავბუ დაასხას და პროფესიონალიზმი დაკარგოს! წარმატებული ადამიანია , ბევრსაც ეხმარება, ბევრ კარგ საქმეს აკეთებს და თავის შრომით გამომუშავებული ფულით აქ იმის შესაძლებლობა რომ ფუფუნებაში იცხოვროს! და ალალი იყოს ყველაფერი! ეს ბე-ემ -ჯეს ვარუანტს არ გქვს, აქ უკვე სხვა დონეა!
Vasili
22 მარტი 2023 22:15
6
ისეთი მყვირალა სათაურია, თითქოს ქალაქის მერი იყოს ან სოფლის მეურნეობის მინისტრი და სკანდალს იწვევდეს ! კვარაცხელია დიდი ფეხბურთელია ! ნუ გვეშინია ამის თქმის და ნუ ველოდებით ამის მქუხარედ ევროპელებისგან აღიარებას ! ეგენი ჯერ კიდევ იმ ბანგით არიან დაბრმავებულები, რითაც აქამდე ვერ ამჩნევდნენ და ძვირობდნენ მის ყიდვას ჯერ კიდევ "რუბინში".... იგი საკუთარი შრომით გამოიმუშავებს იმდენს, რომ რითაც უნდა იმით ივლის.... გაუმარჯოს ხვიჩას და სულ მწვანე შუქზე ევლოს ავტომანქანითაც, ფეხით სეირნობისასაც და მოედანზეც !
გიგი
22 მარტი 2023 21:28
1
თან მანქანაც მწვანე ჰყავს...
ლაშა
22 მარტი 2023 22:21
1
100 მაგდენი მისცეს ღმერთმა
ნიკა
22 მარტი 2023 21:27
1
ეგ ბიჭი ქვეყნის ბიუჯეტს არ აზის, "ატკატებიდან " და მოპარული ფულით არ უყიდია, თავის ფეხებით, ნიჭით და შრომით აქვს მოპოვებული, ეკუთვნის და ღმერთმა შეარგოს
ეკუთვნის
22 მარტი 2023 21:16
1
ღმერთმა ბევრი მისცეს და მშვიდობაში მოახმაროს! დალოცვილი იყოს
გულშემატკივარი
22 მარტი 2023 20:24
1
მთავარია ნეაპოლიდან რომ დაურეკავს სპალეტი სად ხარო, კვარამ არ უთხრას გზაში ვარ საქართველოდან მანქანით მოვდივარო.
$
22 მარტი 2023 20:16
7
ღმერთმა ასი მაგდენი მიცეს ხვიჩას,ამდენი ხალხის სიხარულის და გაბედნიერებისთვის.ამინ!
ეკა
22 მარტი 2023 20:11
3
რა გინდათ თქვე ოხრებო ოპელით იაროს? მერე იმასაც იტყვით რა გაუჭირდა ასეთიო, ღმერთმა სიკეთეში მოახმაროს, კაცი გასაცემსაც გასცემს და გაჭირვებულსაც ეხმარება, ფეხბურთისკენ შემოგვაბრუნა, იმედი ჩაგვისახა და ამიტომ გაუმარჯოს ხვიჩა კვარაცხელიას!!!!!!!!
Suxumchanin
22 მარტი 2023 21:37
1
კალაძეს ხომ ამოადინეთ ყელში ,ეხლა კვარასზე გადაერთედ,დიახაც თავიანთი შრომით მოპოვებულ ფულს რაშიც უნდათ იმაში დახარჯავენ და ღმერთმა შეარგოთ.
ტატო
22 მარტი 2023 20:03
15
ჯერ ავტოგოლას რომ წერ,მანდ გემჩნევა ბოღმა და ფეხბურთის გაგება,რაც შეეხება კალაძეს არასოდეს ვყოფილვარ მილანის და მითუმეტეს ოცნების გულშემატკივარი,მაგრამ კაცს ორჯერ აქვს ლიგა მოგებული,თან ისე რომ ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა,მის გვერდით კი ახსოვთ ფეხბურთის მცოდნეებს რა ხალხი თამაშობდა. მოკლედ ბოღმა და შური დაახრჩობს ამ მედიისაგან ტვინ გამორეცხილ ხალხს
საქართველო
23 მარტი 2023 06:07
2
კალაძეს ნუ შეადარებთ კვარაცხელიას! არც უნდა ახსენოთ მასთან ერთად ხვიჩა!
hm
23 მარტი 2023 00:32
11
ყველა გამოხმაურება
Vinmes??rame?;wagartvat????gmertma sheargos misi oplit Nashovi puliii....
L.J .
22 მარტი 2023 19:08
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული