ხვიჩამ სერია A-ს ისტორია გადაწერა - კვარაცხელია ერთ სეზონში უკვე მესამედ დაასახელეს თვის საუკეთესო ფეხბურთელად!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

მან გამოკითხვაში თანაგუნდელ კიმ მინ-ჯეს, "სასუოლოს" წევრ არმან ლორიენტეს, "იუვენტუსის" ნახევარმცველ ადრენ რაბიოსა და "უდინეზელ" დესტინი უდოგიეს აჯობა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი შემტევი სერია A-ში თვის საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ მეორედ, ჯამში კი მესამედ გახდა.

საამაყო ამბავია, რომ კალჩოში ერთ სეზონში სამჯერ თვის საუკეთესოდ აქამდე არავინ დაუსახელებიათ, ახლა კი ეს რეკორდი ხვიჩამ დაამყარა.
მკითხველის კომენტარები / 39 /
თანდათან უფრო და უფრო ახლოდან ჩანს ოქროს ბურთის კაშკაში.
თეონა
31 მარტი 2023 10:35
1
აქამდე არ დაუსახელებიათ დებიუტანტი, თუ არა აქვს მნიშვნელობა? არასოდეს არავინ არ ყოფილა 3-ჯერ თვის საუკეთესო ფეხბურთელი? თუ ასეა, ეს უდიდესი რამ არის.
????
31 მარტი 2023 11:59
0
ისე ჩვენში დარჩეს და ოსიმენს უფრო ეკუთვნოდა ეს აღიარება.
გური
31 მარტი 2023 10:49
17
ოსიმენი თამაშობდა მანამდე ნაპოლიში მაგრამ რა, მივიდა კვარა და სულ სხვა ოსიმენია. ამას ყველა კარგად ხედავს ვინაა გუნდის ნამდვილი ძალა.
რაბუ
31 მარტი 2023 12:27
1
ფაქტი სახეზეა, რო ოსიმენი უფრო ძლიერია! ამის უარყოფა უბრალოდ არის სისულელე.
გური
31 მარტი 2023 13:33
10
ყველა გამოხმაურება
ხვიჩა კიდევ ბევრჯერ გადაწერს კლუბის ისტორიას,მერე სხვა კლუბისასაც სადაც გადავა,და კიდევ ნაკრების ისტორიასაც!
ზაზა
01 აპრილი 2023 13:13
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული