გველესიანი: თითქოს უსამშობლოდ ვარ, ამით ჩემს მოტივაციას ანადგურებენ

AutoSharing Option
"პერსეპოლისის" ქართველი ფეხბურთელი გიორგი გველესიანი ირანის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის საუკეთესო მცველად დაასახელეს.

გველესიანმა პრიზის მიღების შემდეგ თავის "ინსტაგრამგვერდზე" ვრცელი წერილი გამოაქვეყნა. იგი იმედგაცრუებულია, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის საშუალება დღემდე არ ეძლევა.

"თითქოს უსამშობლოდ ვარ და ჩემს შრომას ვერ ხედავენ. არცერთ ასაკობრივ ნაკრებში 1 წუთითაც კი არ მითამაშია. ზოგჯერ იყო დრო, როდესაც ამას მართლაც არ ვიმსახურებდი, მაგრამ იყო დრო, როცა ეროვნულ ნაკრებში თამაში დავიმსახურე და ამის საშუალება არ მომეცა. ეს ჩემს მოტივაციას ანადგურებს.

არ ვწუწუნებ და არც მოწყალებას ვითხოვ, მუშაობას მშვიდად
გავაგრძელებ. მადლობა ჩემს ოჯახს და მეგობრებს ერთგულებისთვის, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის" - წერს გველესიანი.

შეგახსენებთ, გიორგი გველესიანმა "პერსეპოლისის" მაისურით მიმდინარე სეზონში 24 მატჩი ჩაატარა, თავი კი 4 გატანილი გოლით გამოიჩინა.

altგიორგი გველესიანი: ირანში მუდმივად დაძაბული სიტუაციაა და ამას უკვე შევეჩვიე

altგიორგი გველესიანი ირანულ გრანდში გადავიდა

altგიორგი გველესიანის ირანული ცხოვრება: კლუბი, ქომაგები, ფინანსები, აკრძალვები და ა.შ

მკითხველის კომენტარები / 35 /
ირანის ჩემპიონატი საქართველოზე ბევრად წინაა, ბოლო-ბოლო მსოფლიოზე გადიან და თან არც თუ ცუდად თამაშობენ. ნამდვილად მოსაწვევია ეს კაცი!
დავითი
17:59 31-03-2023
0
ეს ბიჭი დინამოში მშვენივრად გამოდიოდა. რა მოხდა ერთი შანსი რომ არ მისცეს ნაკრებში? არა მგონია ირანის ჩემპიონატი ჩვენსაზე ან აზერბაიჯანზე უფრო სუსუტი იყოს.
G.LA
15:41 31-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული