"ვფიქრობ, დაიმსახურა, აისრულოს ის ოცნება, რასაც საქართველოს ნაკრებისთვის თამაში ჰქვია" - სეთურიძე გველესიანის განცხადებას გამოეხმაურა

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, გიორგი გველესიანი ირანის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის საუკეთესო მცველად დაასახელეს. სასიხარულო ამბავს ფეხბურთელის აგენტი ლევან სეთურიძე გამოეხმაურა:

"მინდა მივულოცო ეს დიდი აღიარება გიორგი გველესიანს, აზიის ერთ-ერთ საუკეთესო ჩემპიონატში ინდივიდუალური ჯილდოს მოგება ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადია.

მიხარია, რომ კარიერის გარდამტეხ ეტაპზე სწორი არჩევანი გავაკეთეთ და გიორგი ქვეყნის და კონტინენტის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდში ლიდერის როლს ასრულებს.

დარწმუნებული ვარ, მას საქართველოს ნაკრებისთვისაც შეუძლია სარგებლობის მოტანა. მე ვიცი გიორგის დამოკიდებულება მისი საქმისადმი, მისი ქვეყნისადმი და ვფიქრობ, დაიმსახურა, აისრულოს ის ოცნება, რასაც საქართველოს ნაკრებისთვის თამაში ჰქვია.

ჩემპიონატში, სადაც ყოველწლიურად უმაღლესი დონის მოთამაშეები თამაშობენ, გიორგიმ აღიარება თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე მოიპოვა".

წყარო: Geo Team

მკითხველის კომენტარები / 5 /
მართალია!
ვისაც ჭეშმარიტად უნდა ნაკრების ფორმის მორგება, დაე მიეცეთ შანსი!
ლაშა
18:15 31-03-2023
0
ხოჭოლავას არ უნდა ნაკრებში თამაში და ვისაც უნდა იმას მიეცით შანსი ნაკრებში!!
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული