"ასე იყო, არის და იქნება მანამ, სანამ დავით ხოჭოლავას ფეხბურთელი ერქმევა" - დათას განცხადება

AutoSharing Option
Geo Team-ის ცნობით, დათა ხოჭოლავას მენისკის ოპერაცია არ გაუკეთებია, არადა, საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სწორედ ამ მიზეზით ვერ დაეხმარა. აღნიშნულ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რაზედაც პასუხი ფეხბურთელმა გასცა:

"მესმის გულშემატკივრების გამოხმაურების. სიტუაცია, რომელიც ჩემ გარშემოა, ძალიან უცნაურად ჩანს და მეც, როგორც ქომაგი, თქვენნაირად ვიფიქრებდი.

არის მომენტები, რომლებიც ხანდახან რთული დასაჯერებელია. "ვიბორგთან" მატჩის მეორე დღეს კორონავირუსი მესამედ დამიდასტურდა, 5 დღე ვიწექი და ამ პერიოდში მუხლი ჩაწყნარდა. "კოპენჰაგენმა" გადაწყვიტა, გამეკეთებინა სტეროიდის კურსი სახსარში და სანამდეც გავქაჩავდი და არ დავეცემოდი,
გამაყუჩებლით მეთამაშა.

აქამდეც ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვამბობ, რომ საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ყოფნისას თავს ყველაზე ბედნიერ ფეხბურთელად ვგრძნობ. ეს ასე იყო წარსულში, ასეა ახლა და ასე იქნება სამუდამოდ, სანამ დავით ხოჭოლავას ფეხბურთელი ერქმევა".

წყარო: Geo Team

მკითხველის კომენტარები / 36 /
საზონოვზე ხმა აღარ ამოიღოთ,ინსტაგრამზე სურთები დადო და ქართული მონაწერები გაუკეთა,არც ერთი ქართველი ფეხბურთელი არ აკეთებს ამას,მერე საქართველოს ჰიმნს როგორ მღერის,დედით ქრთველები უფრო ქართველობენ,ყოჩაღ დედამის და ესეთ ქართველ ქალებს!!!!!!
*
01 აპრილი 2023 00:21
0
ხოჭოლავას შვილმა კი ქართული არ იცის და უკრაინელად იზრდება!!
*
01 აპრილი 2023 00:30
1
მცველების ძიებაა საჭირო. იმ სპარსეთის ლიგის საუკეთესო მცველს მიეცით შანსი
კაპიტან გარდენბურგი
31 მარტი 2023 19:35
1
ყველაზე უგულო ფეღბურთელი ხარ საქართველოს ნაკრებში უკრაინას გადაგვაყოლეე...მე სანიოლის ადგილზე ნაკრებს არ გაგაკარებდი შენაირები არ გვჭირდება ნაკრებში!!!!!
sjsixjs
31 მარტი 2023 16:37
16
ლორიადან დაწყებული კაშიადან დამთავრებულები რაც შეუძლიათ გაუკეთეს საქართველოს მაგარი ხალხი ხართ გენაცვალეთ არ დავიწყებ ჩამოთვლას ოქრიაშვილიც გული და სულიაა ნაკრებისთვის მინდა დაგვიბრუნდეს ოქრი გვჭირდები მაგრად!!!! პროსტა ამმ ხოჭოლავას მეც ვერ დავუმუღამე ეს პირველი შემთხვევა არაა კარგად გაიხსენეთ მერამდენედ ხდება ესეთი შემთხვევაა!!
ხოსსოჯა
31 მარტი 2023 23:32
1
გველესიანი და ლოჩიშვილი სასწრაფოდ ნაკრებში!
ლადო
31 მარტი 2023 16:45
2
არა მგონია სპორტსმენს თავის გამართლება სჭირდებოდეს როდისმე, რომ მას ქვეყნის დროშის ქვეშ ეამაყება თამაში. ყველამ ჩვენი თავი წარმოვიდგინოთ ამ დროშის ქვეშ. ნურასოდეს ნუ გვეგონება რომ მე და თქვენ ვინმეზე მეტად გვიყვარს ჩვენი სამშობლო. დათოს და ყევლა ფეხბურთელს დარწმუნებული ვარ უხარიათ და ეამაყებათ ნაკრებში თამაში. ბევრ სპორტსმენს ოცნება აუსრუებელი რჩებათ სამწუხარდ.
G.LA
31 მარტი 2023 18:13
13
ხოჭოლავასთან მიმართებით მომავალი წინაა... მაგრამ აზაროვი როგორაა ნეტა, რატომ არ იწერება არაფერი მისი ჯანმრთელობის შესახე?
ლაშა
31 მარტი 2023 18:09
2
ვისაც გჯერათ დაიჯერეთ მე არ მჯერა ამ ბიჭის!!ბევრჯერ დაამტკიცა!
!!!
31 მარტი 2023 16:51
7
ებრაელები ჭკვიანი ხალხია, კარგად იციან დედა ვინცაა შვილიც ისაა 10 დან 9 შემთხვევაში.საზონოვის დედას ყოჩაღ. თვითონ საბაც მაგარი ბიჭია ,ძალიან პერსპექტიული და წარმატებები მას!
არტ
01 აპრილი 2023 00:34
1
ვისაც არ უნდა თამაში ნაკრებში არაქვს აზრი ძალით ითამაშოს, მაინც ვერაფელ სარგებელს ვერ მოუტანს გუნდს, ამას ვერ მოვთხოვთ იყოს შენგელია ან კანკავა გორგოძე და სხვა პატრიოტი სპორცმენები, რომლებიც ბევრი გვყოლია და გვყავს, თან იცოდა რა მნიშვნელოვანი თამაში იყო ნორვეგიასთან.
გოგა
31 მარტი 2023 20:35
5
შენ არ იყავი დანიურ პრესასთან რომ ამბობდი საქართველოდან მოხალისე მებრძოლებს არ უშვებენ უკრაინაშიო?!შენ რატომ არ იგმირე შენი ქვეყნისთვის??!!ყველას სხვისი ხელით უნდა გმირობა!!!!შენც შენგელიასავით მოქცეულიყავი შენი ნაკრებისთვის და ქვეყნისთვის!!!მაგრამ მაგას ქვია "ჯიგარი" რომელიც შენ არასდროს გქონდა და არც გექნება!!!!!!!
ოტია იოსელიანი
31 მარტი 2023 23:16
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული