დე ლაურენტისი: "კვარასთან" კონტრაქტის გაგრძელებაზე საუბარს უნდა მორჩეთ

AutoSharing Option
სერია A-ს ოფისიდან გამოსულ "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს სხვადასხვა გამოცემების რეპორტიორები დახვდნენ და კითხვები დაუსვეს. Areanapoli იტყობინება, რომ ნეაპოლური კლუბის მფლობელმა ტრავმირებულ ვიქტორ ოსიმენზე, ჩემპიონთა ლიგაზე მისი გუნდის ასპარეზობის შესახებ და ხვიჩა კვარაცხელიასთან ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე დასმულ კითხვებზე გასცა პასუხი.

"ოსიმენი დაშავდა, მაგრამ იმედია ორ კვირაზე მეტი არ გაუცდება. "მილანს" მალდინი, სკარონი და ახალი პატრონები უნარიანად ხელმძღვანელობენ, კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, მათაც ჩვენთან მატჩში ვინმე დააკლდება და ძალები ბალანსირებული იქნება, რათა გულშემატკივრებს ორივე გუნდმა ლამაზი შოუ შესთავაზონ.

იტალიური გუნდები ერთმანეთს
მეოთხედფინალში რომ შეხვდნენ, ეს უთავო უეფას ბრალია... წარმოიდგინეთ, "მილანს" თასზეც რომ დავპირისპირებოდით, ეს ჩვენი მეოთხე მატჩი იქნებოდა, ისევე როგორც სასაცილოა ერთი და იგივე გუნდთან სამჯერ თამაში. თუ გინდა ევროპაში შენი შესაძლებლობები განსაზღვრო, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს უნდა შეხვდე. სამწუხაროდ, ვიდრე ჩვენ უეფას არ შევცვლით, ყველანი ამ ფეხბურთის ასოციაციის მონები ვიქნებით.

"კვარასთან" კონტრაქტის გაგრძელებაზე საუბარს უნდა მორჩეთ. რომელ გახანგრძლივებაზე მელაპარაკებით, ხუთწლიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. თქვენ, ჟურნალისტები, მხოლოდ ფულზე ფიქრობთ. მუდამ ამ უხამსობაზე ლაპარაკი გინდათ".

მკითხველის კომენტარები / 11 /
ბატონო ლაურენტეს უხამსობა ის იქნება თუ მეგავარსკლავს გასამრჯელო მიზერული ექნება. უხამსობას მაშინ ნუ ამბობთ როცა საქმე თქვენგან გასაცემ ხელფასს ეხება.
ქომაგი
20:59 31-03-2023
0
ჯუღელი ერთ ადგილიდან არის დასაკიდი გამოსასყიდი თანხა რომ არ შეატანინა კონტრაქტში, ისეთ ფასში ყიდულობდნენ ხვიჩას რომ კატეგორიულად უნდა მოეთხოვა 50 მილიონი გამოსასყიდის ჩაწერა, ლაურენტისი ბიზნესმენია და არა მგონია საერთოდ უცხო ფეხბურთელში ხუთმაგი მოგების წინააღმდეგი ყოფილიყო, მაგრამ ყველამ ემოციურ ფონზე გააფორმეს ეს კონტრაქტი, არიქა ვიღაცა რეალური გმოჩნდა ევროპიდანო და უპირობოდ ყველა დეტალზე დათანხმდნენ, თუ მაგდენი ცოდნა არ ჰქონდა ჯუღელს იმ ცხონებული რაიოლასთვის მინც შეეხედა როგორ კონტრაქტებს აფორმებინებდა კლუბებს თავის კლიენტებთან, დღეს ხვიჩას ორი ჯოკერი უნდა ეჭიროს ხელში, მაგრამ სამწუხაროდ ეხლა ყველა კარტი ლაურენტისის ხელშია.სწორედ ეს არის დღეს საქართველოს პრობლემაც, რომ ყველა სფეროში არაპროფესიონალები არიან და ამით რიგითი ხალხი იჩაგრება
მამუკა
22:59 31-03-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული