"კვარაცხელია უნაკლოა და 2025 წლამდე "ნაპოლიდან" წასვლა არ უნდა" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
La Repubblica-ს ჟურნალისტმა მარკო აციმ "ნაპოლის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

"ხვიჩა ძალიან პოპულარული გახდა. დიახ, ის წარმოუდგენლად სანახაობრივი ფეხბურთელია. გულშემატკივრებს დრიბლინგის, საგოლე გადაცემებისა და გოლების გამო მოეწონათ. ნეაპოლელებს ძალიან უყვართ კვარაცხელია, მაგრამ ვერცერთი ფეხბურთელი ვერასოდეს ვერ გახდება მარადონასავით პოპულარული.

ახლა ვინ უფრო მაგარია: ხვიჩა თუ ვიქტორ ოსიმენი? ოსიმენი. თუმცა, ხვიჩა უფრო ახალგაზრდაა და მეტად შეუძლია პროგრესირება.

კვარაცხელია კლუბთან კონტრაქტით კიდევ ოთხი წლითაა დაკავშირებული, მაგრამ იქ მაქსიმუმ 2025 წლამდე დარჩება. შემდეგ აუცილებლად რომელიმე ტოპ-კლუბს მიჰყიდიან, შესაძლოა, "რეალს". ასე მგონია, ამჟამად გადასვლისთვის
ძალიან მზად არაა, თავად უნდა "ნაპოლიში" 2025 წლამდე დარჩენა.

რატომაა კვარაცხელია ასეთი ძლიერი? ნიჭიერია, შესანიშნავი დრიბლინგი აქვს და განსაკუთრებული ტექნიკა. სპალეტი ტაქტიკურად ზრდაში ეხმარება, პლუს დაცვაში თამაში ასწავლა. საერთოდ კი, მას ნაკლი არ აქვს.

ადრე ჟურნალისტები ამბობდნენ, რომ ხვიჩა გუნდურ თამაში კარგი არ იყო? ახლა ის იდეალურად მიესადაგება "ნაპოლის". ისევე როგორც ოსიმენი".

altსერიალი "ნაპოლი" VS "მილანი" იწყება - ხვიჩასა და ლეაოს დაპირისპირება

alt"ნაპოლი" და "ჩელსი" უნგრელი ნახევარმცველის დამატებისთვის იბრძვიან

altსპალეტი "მილანთან" "ჯოკერის" გამოყენებას გეგმავს - ცნობილია, ვინ შეცვლის ოსიმენს

altხვიჩა სტუმრად ჩემპიონთა ლიგის ჟურნალში [VIDEO]

alt"ნაპოლის" დიდი დანაკლისი - ცნობილია, რამდენ ხანს იუქმებს ოსიმენი

მკითხველის კომენტარები / 9 /
ხვიჩას და ოსიმენს,ნამდვილად ვერ შევადარებ ერთმანეთს.სხვადასხვა სტილის ფეხბურთელები,მაგრამ ორივე ვარსკვლავია!მსოფლიოს საუკეთესო ათეულში რომ ფეხბურთელი მოხვდება,მასზე ვერავინ იტყვის,ვარსკვლავი არააო!სპალეტი,ხვიჩას დაცვაში აქტიურ თამაშს აჩვევს და რაც უფრო ფიზიკურად მოძლიერდება,მით უფრო მეტად შესძლებს დაცვის დახმარებასაც.ახლა მას,ერთადერთი,შედარებით ნაკლი აქვს გამოსასწორებელი.ახლაც თვალწინ მიდგას ,ხვიჩას მიერ რუსეთში გატანილი პირველი გოლი.მარჯვენა კუთხიდან კუთხური ჩამოაწოდეს და ახლო კუთხესთან მდგომმა ხვიჩამ,თავზე ჩამოწოდებული ბურთი,მაკრატელათი გაიტანა ცხრიანში!იმის თქმას ვცდილობ,რომ ხვიჩა ძალიან ნაკლებად ცდილობს თავით ბურთზე თამაშს და უფრო ფეხებს ატანს ძალას.მისი სიმაღლის და ახლა უკვე ფიზიკური ძალის პატრონს,საჯარიმოში ბევრი ხიფათის შექმნა შეუძლია მეტოქისათვის,მაღალი ბურთებისათვის ბრძოლაში.თავითაც აქვს გატანილი,მაგრამ ყველა დამეთანხმებით,რომ ეს ზღვაში წვეთია,მის შესაძლებლობებთან შედარებით.დარწმუნებული ვარ,ამ ზაფხულს,მოსამზადებელ პერიოდში,სპალეტი, ამ კომპონენტშიც იმუშავებს ხვიჩასთან და შემოდგომისათვის,კიდევ უფრო სახიფათო დაბრუნდება იტალიის ჩემპიონატში.ოსიმენისგანაც ბევრის სწავლა შეუძლია,ხვიჩას.ბოლოს და ბოლოს,არც ის არის, ორი მეტრის სიმაღლისა.
სოსო
02 აპრილი 2023 15:44
0
რას მიქვია ფეხბურთში გოლი არ არის მთავარი. სპორტში მთავარი მოგებაა რისთვისაც ფეხბურთში გოლია აუცილებელი.ხოლო ზოგიერთმა ვაი გულშემატკივარმა თავი დაანებეთ უაზროთ კვარაცხელიას და ოსიმენის დაპირისპირებას.რატომღაც უნიჭო
მაგრამ მებრძოლ ოსიმენს 150 მილიონიანი მყიდველები ყავს და კვარაცხელიას ჯერ არა.იმედია უახლეს მომავალში მასაც გამოუჩნდებიან.
kiko
02 აპრილი 2023 13:02
3
სწორედ ნაპოლია ის კლუბი სადაც ხვიჩას ნიჭი მაქსიმალურად გამოჩნდა.შარშან რუბინში არ მახსოვს დიდი წარმატებები ქონოდა.რაც შეეხება ოსიმენს მისი დიდი უპირატესობა თავით თამაშია განსაკუთრებით დაცვაში სტანდარტულების დროს,რასაც სულ მალე ნახავთ მილანთან თამაშებში.ვისაც ფეხბურთი უგოლოთ მოწონს ჯობია ბალეტს უყუროს სადაც ლამაზად ცეკვავენ უგოლოდ.
ასე ეს
02 აპრილი 2023 12:36
0
მაგასაც მალე ვნახავთ!!!
ზაზა
02 აპრილი 2023 08:57
0
ოსიმენის და კვარაცხელიას შედარება არ არის სამართლიანი, ორი სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია. ოსიმენი სასწაულ შედეგებს დებს, კვარა სასწაულ სიამოვნებას ანიჭებს გულშემატკივარს. ჩემი აზრით კვარაცხელია უფრო დიდ ფეხბურთელად დარჩება ისტორიას ვიდრე ოსიმენი, ფეხბირთი მარტო გოლი არ არის
დათო
02 აპრილი 2023 02:54
1
Gaiget ra, osimeni aris chveulebrivi kargi tavdasxmeli. Xvicha aris napolis da saqartvelos mamodzravebeli dzala. Rodesac is moedanzea mowinaaghmdege mandrajshia. Aseti zemoqmedeba qondat maradonas zidans mesis da sxva legendebs. Gadava xvicha napolidan da mixvdebian vin iyo xvicha mattvis.
Ttt
02 აპრილი 2023 00:45
1
ნაპოლის პრეზიდენტი სულ ტრაბახშია ეს რა გუნდი შევკარიო, არადა ამ გუნდს ხვიჩას მოაცილებ და ჩვეულებრივი გუნდი რჩება.

რაც შეეხება კვარა-ოსიმენს, ანჩელოტიმ კარგად თქვა, "მაღალი კლასის"(კვარა) და "მებრძოლი"(ოსიმენი) ფეხბურთელიო.
დათო
02 აპრილი 2023 00:34
1
ამაზე დებილი ჟურნალისტი ჯერ არ მინახავს. იმის გამო არ ვამბობ კვარას ოსიმენი ჯობსო რო თქვა
ქართველი
01 აპრილი 2023 23:45
0
სამართლიანი შეფასება
Suxumchanin
01 აპრილი 2023 23:02
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული