ტრავმამორჩენილი კიტეიშვილი შეცვლაზე შევიდა და გაიტანა

AutoSharing Option
ავსტრიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში "შტურმმა" გრაცში "რაპიდი" 3:1 დაამარცხა.

ტრავმამორჩენილი "შტურმის" ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი 63-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, 70-ე წუთზე მეტოქის კარი დალაშქრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 11 მატჩში 4 გოლია.

"შტურმი" 27 ქულით მეორე ადგილზეა, 6 აპრილს თასზე ლასკ-ს უმასპინძლებს, 9 აპრილს კი ამავე გუნდს ჩემპიონატზე სტუმრად შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
კიტეიშვილისგან რა გინდათ?!სანიოლმა არ გაოიძახა,განსხვავებით ხიჭოლავასგან
ბექა
02 აპრილი 2023 22:16
5
ტრამვა ქონდა და მაგიტო არ გამოიძახა მერე, აბა ისე რატო არ გამოიძახებდა ვინ ყავს ნახევარდაცვაში მაგაზე უკეთესი.დ
ეეე
03 აპრილი 2023 00:13
3
Mashinve vtqvi,rom mainc unda daedzaxat da tundac 15-20 wuti etamasha norvegiastan,gmertma icis rogor gamodgomoda nakrebs da iqneb moegot kidec.
Givi
02 აპრილი 2023 22:09
1
როგორც კი ნაკრების თამაშია ტრავმას იღებს და ორ დღეში ურჩება. რაღაცაშია საქმე. მე არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ნაკრებში თამაში არ უნდოდეს
1408
02 აპრილი 2023 21:40
32
ამდენ დისლაიქებს რომ უწერთ ამ კაცს, ერთი გადახედეთ კიტეიშვილის ტრავმებს, ყოველთვის ნაკრების თამაშების წინ რომ იღებს და ნაკრების მერე ეგრევე რომ იწყებს თამაშს, ეს მესამე შემთხვევაა უკვე. დაემთხვა? ღმერთმა ქნას ასე იყოს. ფაქტია, რომ მის გარეშე შუა ხაზი ჩათვალეთ ჩასვრილია.
?
02 აპრილი 2023 23:54
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული