ხოჭოლავა შესვენებაზე შესაცვლელი გახდა - მისმა გუნდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

AutoSharing Option
დანიის სუპერლიგის 23-ე ტურში „კოპენჰაგენმა“ საკუთარ მოედანზე „ნორდსიელანდი“ 2:1 დაამარცხა.

მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა სასტარტოში დააყენა, მან 39-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, შესვენების შემდეგ კი თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. იმ დროისთვის ანგარიში 0:1 იყო.

მან მიმდინარე ჩემპიონატზე მე-17 მატჩში მიიღო მონაწილეობა - 1 გოლი აქვს გატანილი.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხოჭოლავა საქართველოს ნაკრებს ნორვეგიასთან მატჩში მენისკის ტრავმის გამო ვერ დაეხმარა და ბარსელონაში უნდა გაეკეთებინა ოპერაცია, თუმცა ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდა და სამკურნალო პრეპარატებს იღებს.

„კოპენჰაგენი“43 ქულით გალიდერდა
(ნორდსიელანდი 1 ქულით ჩამოიტოვა) და ზედიზედ ორი შეხვედრის ჩატარება მოუწევს გასვლაზე - 6 აპრილს თასზე „ვეილესთან“ და 10 აპრილს ჩემპიონატზე „რანდერსთან“.

მკითხველის კომენტარები / 20 /
საბედნიეროდ საკმარისზე ბევრი მცველი გვყავს, რომლებსაც დიდი ფეხბურთის თამაში შეეძლებათ!
ლაშა
22:19 02-04-2023
3
სანიოლმა დაუშვა უდიდესი შეცდომა როცა არ გამოიძახა ლოჩოშვილი და კიტეიშვილი!!!!ასევე, როცა მთავარ შემადგენლობაში არ ათამაშა გოჩოლეიშვილი,შეცვლაზე კი ჩაკვეტაძე!!
სოსო
22:39 02-04-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული