რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "მილანთან" მატჩში

AutoSharing Option
სერია A-ს 28-ე ტურში გათამაშების ლიდერმა "ნაპოლიმ" "მილანს" უმასპინძლა და 0:4 დამარცხდა.

"პარტენოპეის" ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

უცხოურმა პორტალმა Sofascore-მა "კვარას" თამაში 7.3 ქულით შეაფასა, მეორე გამოცემა Whoscored-მა კი ხვიჩას 7.2 ქულა დაუწერა. აღსანიშნავია, რომ 22 წლის გარემარბმა, ორივე გამოცემის მიხედვით, "ნაპოლის" შემადგენლობიდან ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" 71 ქულით ჩემპიონატს ლიდერობს. "პარტენოპეი" მორიგ შეხვედრას 7 აპრილს, "ლეჩეს" წინააღმდეგ გამართავს.

alt"დღეს ლეაომ აჯობა"

- იტალიელმა ჟურნალისტმა ხვიჩასა და პორტუგალიელის დუელზე ისაუბრა

altცივი შხაპი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალებამდე - "ნაპოლი" "მილანთან" განადგურდა [VIDEO]

altრაფაელ ლეაოს დუბლი - "მილანი" "ნაპოლის" დიდი სხვაობით ამარცხებს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 19 /
ყველას ავიწყდება რომ ეს ჯერ კიდევ პირველი სეზონია ხვიჩასთვის ტოპლიგაში. თან ნაპოლიც არაა გუნდი, ამ ყველაფრის მიუხედავად ისე გადარია ხალხი ამ 1ელ სეზონში რომ უკვე ზედმეტებს მოუთხოვენ ისე მოითხოვენ თითქოს წლებია რაც თამაშობს ტოპ ლიგაში. დიდი ტრაგედია, ერთი 3 მოიცადეთ და პრეტენზიები მერე
4
დი ლორენცო და მარიო რუი, ამ ორმა წააგო ეს შეხვედრა
გიო
01:53 03-04-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული