"ხვიჩა დუმდა, ხმა არ ამოუღია; მას ძალიან ეტკინა, რომ ქართველ გულშემატკივარს..." - რა ხდებოდა "ნაპოლის" გასახდელში "მილანთან" განადგურების შემდეგ

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს 29-ე ტურში "მილანმა" გასვლაზე "ნაპოლი" 4:0 გაანადგურა. Arenanaopoli მატჩის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს, თუ როგორი იმედგაცრუებული იყო ქართველი ფეხბურთელი:

"შეხვედრის დასრულების შემდეგ "კვარა" "პარტენოპეის" რიგებში ყველაზე იმედგაცრუებული ჩანდა. მან მოედანი თავდახრილმა დატოვა.

გასახდელშიც დუმდა საბოლოო შედეგის გამო, ხმა არ ამოუღია და რამდენიმე თანაგუნდელმა მისი გამხნევება სცადა, მაგრამ ხვიჩას უკმაყოფილება ნამდვილად შესამჩნევი იყო.

გარდა ჩემპიონატში მარცხისა, კვარაცხელიას ასევე ძალიან ეტკინა, რომ "მარადონაზე" მისულ უამრავ ქართველ გულშემატკივარს ღირსეული შოუ ვერ შესთავაზა", - წერს Arenanpoli.

altლეაო:

კვარაცხელიას დიდი ფანი ვარ და მიხარია, რომ მაისურები გავცვალეთ

altსპალეტის და მალდინის კონფლიქტი გვირაბში - ლუჩანომ მარცხის მთავარ მიზეზზე ისაუბრა

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "მილანთან" მატჩში

მკითხველის კომენტარები / 19 /
რა კარგია რო ასეთი რეაქციები აქვს. ნამდვილ ჩემპიონებს აქვთ მხოლოდ ასეთი რეაქციები, როცა პასუხისმგებლობას გრძნობ მაშინ ხარ ასე ცუდად. იცი რა, ჩვენც ბევრი მოჰვდის ხანდახან, თუმცა ჩვენი უფრო გასაგებია, რამდენი წელია ამ მოვლენას ველოდებით და როგორ არ მივეწებოთ, როგორ არ შევაწუხოთ ჩვენი ქომაგობით. მოკლედ, ხვიჩა ჩვენი ნათელი წერტილია ამ უფერულ ყოველდღიურობაში.
გიორგი
07:51 05-04-2023
2
ხვიჩა წელს ოქროს ბურთს შენ მოგცემენ,შენ ხარ 2023 წლის ყველაზე ძვირფასი აღმოჩენა,გულს ნუ გაიტეხ როგრც მოგებას ისევე წაგებას თავ აწეული უნდა შეხვდე რადგან ეს ორი განუყრელი მოვლენაა,შენ 35წლიანი ბოიკოტი დაამთავრე ქართველები შენ დააბრუნე სტადიონზე შენი უძლიერესი თამაშით და შენი უმაგრესი ადამიანობით,მადლობა რო 81 წლის მამჩემი შენი თამაშით ისევ 35 წლის შესვენებით დაჯდა ფეხბურტის საყურებლად მინიმუმ 10 წელის სიცოცხლე აჩუქე,გისურვებ ულევ სიხარულს სიყვარულს და უამრავ წარმატება,მადლობა შენ ულამაზეს მშობლებს ესეთი ადამიანის გაზრდისთვის,მარტო ფეხბურთის კარგათ თამაში არაფერია თუ გული კეთილი არ აქვსშენ კიდე ორივე უმაღლესი გაქ❤️❤️❤️
ლუკა
18:10 04-04-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული