"ხვიჩა 22 წლის ასაკში დიეგოს სჯობს და გეტყვით, რატომაც..." - სიომინმა კვარაცხელიასა და მარადონას შედარებაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა იური სიომინმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მან თქვა, რატომ სჯობს 22 წლის ასაკში ქართველი ვარსკვლავი დიეგო მარადონას:

"მარადონა ამ ასაკში ასე არ თამაშობდა. ის იყო ახალგაზრდა ვარსკვლავი "ბოკაში" და გადავიდა პირველ ევროპულ კლუბ "ბარსელონაში", იმავე ასაკში კი ხვიჩა "ნაპოლის" შეუერთდა. დიეგოს ორი სეზონი კატალონიაში წარუმატებელი აღმოჩნდა.

მხოლოდ მას შემდეგ გახდა არგენტინელი ისეთი, როგორც ჩვენ ვიცით, რაც "ბლაუგრანადან" ნეაპოლში გადავიდა სათამაშოდ. მან იტალიის ჩემპიონობა საერთოდ 26 წლის ასაკში მოიპოვა.

კვარაცხელია კი ბრწყინავს და ჩემპიონის ტიტულს პირველსავე სეზონში ირგუნებს.
22 წელი მას მხოლოდ თებერვალში შეუსრულდა.

ასე რომ, ამ ასაკისა და მდგომარეობისთვის მან მარადონას აჯობა და ეს გადაჭარბებულ ნათქვამად არ მიმაჩნია.

ნეაპოლში პოპულარობის მხრივ, ქართველი არგენტინელს მიუახლოვდა. რა თქმა უნდა, ჯერ არ დასწევია, მაგრამ ძალიანაც არ ჩამორჩება.

ახლა, დიდი ალბათობით, ისინი სერია A-ს მოიგებენ და როგორც ისინი ასპარეზობენ, ჩემპიონთა ლიგის დაუფლებაც შეუძლიათ. ვფიქრობ, დარჩენილ გუნდებში საუკეთესო სწორედ "ნაპოლია", - თქვა სიომინმა.
მკითხველის კომენტარები / 35 /
იციტ რა ყველაფერს ზხვარი აქვს დიეგოს რო მიუახლოვდეს დიდი სრომა უნდა ეგრე არარი კარგია მარა დიეგო სულ სხვა რამარი
dato
12:48 04-04-2023
12
ეს ხალხი ძალაზეა. :) გინდა თუ არა, მარადონა არგენტინის 1978 წლის ფორმაციის ნაკრებში იყოო.
არ იყო ბატონო. მენოტიმ არ შეიყვანა. მარადონა კი არა, არგენტინის მაშინდელი საუკეთესო ფეხბურთელი (გვარი არ მახსოვს), პრეზიდენტის ფავორიტიც კი არ აიყვანა ნაკრებში.
მარადონა მერე გახდა არგენტინის ეროვნული გმირი და ფაქტიურად, მარტო მიათრევდა ეროვნულ ნაკრებს.
ხვიჩა ჩვენია და გვინდა, რომ ყველაზე დიდ ფეხბურთელებს ადარებდნენ. არფერია ამაში დასაძრახი.
ვფიქრობ, მარადონა უფრო დიდი მოვლენა იყო არგენტინისთვის და მსოფლიოსთვის, ვიდრე, თუნდაც მესია.
ზოგადად კი, შედარება უმადური საქმეა.
ჩვენ ხვიჩა გვყავს და დავტკბეთ მინიმუმ, მომდევნო საფეხბურთო ათწლეულით.
მიშა
18:10 04-04-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული