გიორგი გოჩოლეიშვილმა უკრაინის ჩემპიონატზე "შახტარის" შემადგენლობაში "ჩერნომორეცთან" მატჩში სადებიუტო გოლი გაიტანა და UA-Футбол-მა მე-19 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
მარჯვენა მცველი - გიორგი გოჩოლეიშვილი, "შახტარი"
"მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ლეგიონერმა "ჩერნომორეცთან" შეტევასთან ახლოს ითამაშა, ჩვენ განაპირა მცველის პოზიციაზე დავაყენეთ. "შახტარის" ფეხბურთელმა ეპიზოდში თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა და გუნდში პირველი გოლი გაიტანა. როგორც ჩანს, შესაძლოა, კონოპლიას სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდეს".