კვარაცხელია - მარცხთან შეუგუებელი და პოზიტიური ენერგიით გაბრაზებული - როცა ემოციებს სასარგებლოდ წარმართავ...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ბევრი ლამაზი სიტყვა იწერება თუ ხატოვანი შედარება არსებობს. ჩვენ მუდამ ვცდილობთ, წმინდა საფეხბურთო ანალიტიკა გვქონდეს და არა დითირამბები მივუძღვნათ მას და პოეტური ალეგორიები გამოვიყენოთ. ახლა "კვარას" ერთ თვისებას გვინდა ხაზი გავუსვათ, რაც ტელეეკრანებიდანაც შეიცნობა, ამის შესახებ მის გუნდშიც აღნიშნავენ და გარეთაც - ქართველი ფეხბურთელი მარცხს ვერაფრით ეგუება და მზადაა, მარტოც კი იბრძოლოს, რათა ეს არ დაუშვას. ხვიჩას ფსიქოლოგიურად გატეხა და გამარჯვებაზე ხელის აღება შეუძლებელი ჩანს.

კვარაცხელიამ ზუსტად იცის, რა მიზანი აქვს და ამისკენ როგორ უნდა წავიდეს. მოტივირება
მის ქმედებებს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. "კვარადონა" დარწმუნებულია, რომ დიდი გზის მაინც დასაწყისშია და ყოველთვის ნახულობს გზებს, ამ ლაბირინთებში იაროს. ხვიჩა იმ მოქმედებებს, რასაც საჭიროდ მიიჩნევს, ყველა სიტუაციაში ცდილობს და ხშირად ახერხებს კიდეც. ვერავინ იტყვის, რომ "ნაპოლის" 77-ე ნომერს სურვილის ასასრულებლად ყოველთვის იდეალური გარემოებები ჰქონდა ან აქვს, მაგრამ ის არავისთვის არაფრის გადაბრალებას აპირებს, აკეთებს იმას, რაც მისი საქმეა.

თუკი შეგვეძლება "მოწოდებად" და "ხელობად" ნებისმიერი პროფესია დავყოთ, იმას ვიტყვით, რომ კვარაცხელია შინაგანად დიდი სპორტსმენია, ეს მასში ზის; ამავდროულად კი, მხოლოდ სიამოვნებისთვის თამაშს არ აპირებს, ბუნებისგან ბოძებული ნიჭით თვითკმაყოფილებას არ ეძლევა. ვაღიაროთ, რომ ქართულ სინამდვილეში ეს იშვიათიც კია.

ახალი თავგადასავალი ლუკაკუსთან ერთად...

Sportall.Ge

ხვიჩას შინაგანი წონასწორობა დაბალანსებული აქვს. ქართველ გარემარბს შთაგონების წყარო სულ გააჩნდა და ეს მას დამატებით ძალას ისე აძლევს, არ თრგუნავს და დაძაბულობაში არ გადადის. ოცნებებს, რომლებსაც შორიდან უყურებდა, ახლა ხელით ეხება. მას დიდებთან შედარებები თავბრუს არ ახვევს.

კვარაცხელიამ თავისი ცხოვრების წესით დაიმსახურა, ასეთ გუნდში და ამ დროს მოხვედრილიყო. შემდეგ თავისი დიდი რესურსი ჩადო და ყველაფერი იდეალურთან მიახლოებულად წარემართა. სპორტს რთული პერიოდებიც აქვს. როცა უმაღლეს მიზნებს ესწრაფვი, სხვანაირად შეუძლებელია. ვგრძნობთ, "კვარა" ყველა მიმართულებით გაზრდილია, ემოციების სასარგებლოდ წარმართვაც ისწავლა და სხვადასხვა სიტუაციიდან სწორად გამოვა, არც კრიტიკის გამო ექნება სასოწარკვეთის განცდა და არც ქების გამო შემოჰკრავს ბედნიერების ზარებს.

ხვიჩა კვარაცხელია ახლა სეზონის სტარტზეა. ის ასეთივე მონდომებული, მარცხთან შეუგუებელი და პოზიტიური ენერგიით გაბრაზებული დარჩება!..

alt"პარმას" გაძევებული მეკარე, ლუკაკუს დებიუტი და გოლი და "ნაპოლის" შემოტრიალებული მატჩი [VIDEO]

altროგორი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "პარმასთან" მატჩში?

მკითხველის კომენტარები / 26 /
ხვიჩა შენ მაგარი კაცი ხარ გაბრაზებულიც და მშვიდიც 1 მაგრამ გაიღიმე ! ეგ ძალიან გიხდება !
ვახსიმონტო
11:15 05-04-2023
3
ისეთი პირი უჩანს ჩვენი ხვიჩა მანამდე არ მოისვენებს სანამ ოქროს ბურთს სამჯერ მაინც არ მოიგებს :) წარმატებები ხვიჩუნეზეს ამ საქმეში :)
რობი
15:38 05-04-2023
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული