რომანო: მამარდაშვილისთვის "ლესტერი" დაწინაურდა - მეკარის მენეჯერი "სტემფორდ ბრიჯზე"

AutoSharing Option
ფაბრიციო რომანომ, რომელიც ტრანსფერების შესახებ უტყუარი ინფორმაციით გამოირჩევა, სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა, რომ გიორგი მამარდაშვილისთვის ბრძოლაში ინგლისური "ლესტერი" დაწინაურდა. ის ასევე წერს, რომ ფეხბურთელის მენეჯერი ლევან სეთურიძე "სტემფორდ ბრიჯზე" იმყოფებოდა, სადაც "ჩელსისა" და "ლივერპულის" მატჩს დაესწრო.

"ვალენსიას" ქართველ მეკარეს ბოლო დროს არაერთ ინგლისურ და ესპანურ კლუბს უკავშირებენ. რაც შეეხება "ლესტერს", ერთ დროს პრემიერლიგის გამარჯვებული გუნდი დღეს არასახარბიელო სატურნირო ვითარებაშია, კასპერ შმეიხელის წასვლის შემდეგ კი შესაბამისი კვალიფიკაციის კიპერით არ გაძლიერებულა.

alttodofichajes: მამარდაშვილი "ატლეტიკოში" ობლაკის ნაცვლად - ქართველი "ვალენსიას" მორევში ერთადერთია, რომელიც

გუნდის გადარჩენას ახერხებს
მკითხველის კომენტარები / 14 /
Inglisi kargia giostvis magram mand gadasvla dzam chirsda aramgonia am etapze premirligashi gacharxon transferi
Achi
14:22 06-04-2023
0
გადავა ლესტერში და გუნდსაც იხსნის გავარდნისგან ასეთი წინათგრძნობა მაქვს
გოგა
12:58 06-04-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული