კვერნაძის იტალიურ გუნდში გადასვლა რეალური ხდება

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და ბათუმის "დინამოს" 20 წლის შემტევმა გიორგი კვერნაძემ შეიძლება კარიერა იტალიაში გააგრძელოს, - იტყობინება TuttoMercatoWeb-ი.

გამოცემის ცნობით, სერია A-ში გადასვლის შემდეგ პირველი, ვისაც "ფროზინონე" შეიძენს, კვერნაძე იქნება და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვერნაძის სამსახურით "ნაპოლია" დაინტერესებული, თუმცა, როგორც ჩანს, პირდაპირ დიდ გუნდში მისი ტრანსფერი ვერ განხორციელდება.

"ფროზინონე", რომლის მწვრთნელი ფაბიო გროსოა, სერია B-ს ლიდერია და დიდი ალბათობით, იტალიის ელიტურ ლიგაში დაბრუნდება.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ჯერ დინამო ბათუმის ძირითადის წევრი გახდეს, მერე გუნდის ლიდერი, მერე ნაკრების წევრი და მერე იფიქრეთ სერია ა-ზე.
რრრ
21:40 06-04-2023
11
ბათუმის დინამოს შემადგენლობის ძირითად წევრად ვერ იქცა და რა იტალიეზე აბოლებთ ხალხს.
ვაგნერი ჯანაშია.
20:53 06-04-2023
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული