კიტეიშვილის "შტურმი" ავსტრიის თასის ფინალში გავიდა

AutoSharing Option
ავსტრიის თასის ნახევარფინალში „შტურმმა“ საკუთარ მოედანზე“ ლასკ-ი 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი მე-60 წუთზე შევიდა შეცვლაზე, 85-ე წუთზე კი ტაქტიკური ფოლის გამო ყვითელი ბარათი მიიღო.

გამარჯვების გოლი 69-ე წუთზე სლოვენიელმა ტომი ჰორვატმა გაიტანა.

30 აპრილს ფინალში „შტურმი“ „რაპიდს“ შეხვდება.

რაც შეეხება ბუნდესლიგას, "შტურმი" 23 ტურის შემდეგ 27 ქულით მეორე ადგილზეა და 9 აპრილს უახლოეს მდევარ ლასკ-ს უკვე ლინცში დაუპირისპირდება.

გრაცი. „მერკურ არენა“
შტურმი - ლასკი 1:0
გოლი: ჰორვატი (69)

მკითხველის კომენტარები / 1 /
საშინელი თამაში იყო, სვარკა! ფეხბურთის გარდა ყველაფერი იყო, უფრო სწორად ბურთაობა./ საქართველოს ჩემპიონატს რომ მაგდენი სპონსორი და პატრონობა ქონდეს ალბათ ევროპის ტოპ ათეულში ვიქნებოდით./ ამდენი უნიჭო ფეხბურთელის ყურება სქშიბელება, კიტრიშვილის ხათრით ვუყურე თორე რა მაყურებინებდა, ვერც ოთარისგან ვნახე რაიმე ხეირიანი, ამ ბიჭს რეგრესი აქ არადა უფრო დიდი წარმოდგენის ვარ მასზე მაგრამ ფაქტია რომ უკვე დარჩა ამ დონეზე , ახქლგაზრდული ასაკიც გადაიარა, მოჯლედ ეს ავსტიები, პოლონეთები და პორტუგალია და აღარ გავაგრძელებ საშინელი დონეა, ფინანსურად არის გამართული და ინფრასტრუქტურულად თორე მაგათი გუნდების ყურებას ლახტი დაიჭირო და იხტუნაო ის ჯობია. ერთადერთი რქც შეიძლება აღნიშნო ფიზიკური მომზადება აქვთ, რაც ნებისმიერ ახალგაზრდა ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია მომზადება და სირბილი წუნ და უკან, მაგრამ პასი გააკეთო, მოატყუო, გოლი გაიტანო, იაზროვნო, მოკლედ ფეხბურთი ითამაშო, ასეთი მსგავსი არაფერი ხდება./ კიდე ვიმეორებ ჩვენ ჩემპიონატში მაგის ნახევარი ფული რომ ჩაიდოს ბევრად საყურებელი ჩემპიონატი გვექნება!
Vasili
12:41 07-04-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული