სიაში მოხვდა "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც 12 შედეგიანი ქმედებით (6 გოლი, 6 ასისტი) მე-10 პოზიციას მოჰამედ სალაჰთან, ალექსანდრ ლაკაზეტთან და ჯონათან დავიდთან ერთად იყოფს.
რეიტინგს ქარიმ ბენზემა ლიდერობს, რომელმაც 17 ბურთი შეაგდო და ამას 5 ასისტიც დაურთო, ამაში კი დიდწილად ბოლო ორი მატჩი დაეხმარა.
მეორე პოზიციაზე მარკუს რაშფორდია, მესამეზე კი - ვინისიუსი.