ხვიჩა - დანიელე პეტროსო - ნეაპოლში დაბადებულ ბავშვს ხვიჩა დაარქვეს

AutoSharing Option
ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია ნე­ა­პოლ­ში ახლა ყვე­ლა­ზე კაშ­კა­შა ვარ­სკვლა­ვია. ვინ იფიქ­რებ­და, რომ სა­ხელს, რომ­ლის წარ­მოთ­ქმაც იტა­ლი­ე­ლებს ძა­ლი­ან უჭირ­დათ, ჯერ სავ­სე მა­რა­დო­ნას სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ონ­ზე ათა­სო­ბით გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ერ­თხმად იყ­ვი­რებ­და, ხოლო შემ­დეგ, პა­ტა­რა იტა­ლი­ელ ბი­ჭუ­ნას ხვი­ჩას და­არ­ქმევ­დნენ.

"თუ ხვი­ჩა გოლს გა­ი­ტანს, ბავ­შვს მის სა­ხელს და­ვარ­ქმევ", "თუ სკუ­დე­ტოს მო­ვი­გებთ, შვილს ხვი­ჩას და­ვარ­ქმევ", - ეს და მსგავ­სი ფრა­ზე­ბი იტა­ლი­ელ­თა საყ­ვა­რელ ხუმ­რო­ბად იქცა, თუმ­ცა ხუმ­რო­ბა უკვე რე­ა­ლო­ბაა და ნე­ა­პოლ­ში და­ი­ბა­და პირ­ვე­ლი ბავ­შვი, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად, ხვი­ჩა და­არ­ქვეს. ბავ­შვს მე­ო­რე სა­ხე­ლიც აქვს - და­ნი­ე­ლე.

"დიახ, ეს მარ­თა­ლია,
ბავ­შვს და­ნი­ე­ლე ხვი­ჩა და­ვარ­ქვით. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კი იმის გამო მი­ვი­ღეთ, რაც წელს "ნა­პო­ლი­ში" მოხ­და. მე "ნა­პო­ლის" დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვარ და ჩემი სა­ხე­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­მა­ჩე­მიც ამ გუნ­დის დიდი ქო­მა­გი იყო. 1986 წელს და­ვი­ბა­დე და ჩემ­მა მშობ­ლებ­მა დი­ე­გო არ­მან­დო მა­რა­დო­ნა და­მარ­ქვეს.

ბავ­შვის სა­ხელ­თან და­კავ­ში­რე­ბით მე და ჩემ­მა პარტნი­ორ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ერ­თობ­ლი­ვად მი­ვი­ღეთ. ეს არის ჩვე­ნი, ორი­ვეს არ­ჩე­ვა­ნი.

ვფიქ­რობ, ასე­თი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ფეხ­ბურ­თე­ლი რომ არ მო­სუ­ლი­ყო ნე­ა­პოლ­ში და შე­სა­ნიშ­ნა­ვი სე­ზო­ნი არ ჰქო­ნო­და გუნდს, ბავ­შვს უბ­რა­ლოდ და­ნი­ე­ლეს და­ვარ­ქმევ­დით", - ამ­ბობს პა­ტა­რა ხვი­ჩას მამა და დას­ძენს, რომ "სე­რია ა"-ს მო­გე­ბას­თან ერ­თად, კვა­რა­ცხე­ლი­ას გაც­ნო­ბა მისი ოც­ნე­ბაა.

წყარო: Ambebi.ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
რა ჩაიხვიე მეგრელი და სამეგრელო ეგ საქართველო არ არის თუ ცალკე ავტონომიაა ? აი შენნაირების გამო დავკარგეთ აფხაზეთი და აქაც იგივეს აკეთებ
მაროკო
09:42 08-04-2023
2
ღმერთმა ჯანმრთელად უმყოფოთ პატარა.
ვაიმე, რა გიჟები არიან და როგორი შეყვარებულები თავიაანთი ქალაქის გუნდზე და ფეხბურთელებზე, შოკში ვარ!!!
დიდი RESPECT !!! ❤❤❤
აჩი
00:20 08-04-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული