"თუ ხვიჩა გოლს გაიტანს, ბავშვს მის სახელს დავარქმევ", "თუ სკუდეტოს მოვიგებთ, შვილს ხვიჩას დავარქმევ", - ეს და მსგავსი ფრაზები იტალიელთა საყვარელ ხუმრობად იქცა, თუმცა ხუმრობა უკვე რეალობაა და ნეაპოლში დაიბადა პირველი ბავშვი, რომელსაც ქართველი ფეხბურთელის პატივისცემის ნიშნად, ხვიჩა დაარქვეს. ბავშვს მეორე სახელიც აქვს - დანიელე.
"დიახ, ეს მართალია,
ბავშვის სახელთან დაკავშირებით მე და ჩემმა პარტნიორმა გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღეთ. ეს არის ჩვენი, ორივეს არჩევანი.
ვფიქრობ, ასეთი შესანიშნავი ფეხბურთელი რომ არ მოსულიყო ნეაპოლში და შესანიშნავი სეზონი არ ჰქონოდა გუნდს, ბავშვს უბრალოდ დანიელეს დავარქმევდით", - ამბობს პატარა ხვიჩას მამა და დასძენს, რომ "სერია ა"-ს მოგებასთან ერთად, კვარაცხელიას გაცნობა მისი ოცნებაა.
წყარო: Ambebi.ge
ვაიმე, რა გიჟები არიან და როგორი შეყვარებულები თავიაანთი ქალაქის გუნდზე და ფეხბურთელებზე, შოკში ვარ!!!
დიდი RESPECT !!! ❤❤❤