ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე - გოჩოლეიშვილმა დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშოს

AutoSharing Option
უკრაინის პრემიერლიგის მე-20 ტურში "შახტარმა" უჟგოროდში "მეტალისტს" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

გიორგი გოჩოლეიშვილმა, რომელმაც გასულ ტურში "ჩერნომორეცთან" სადებიუტო გოლი გაიტანა, უკვე შეუცვლელად ითამაშა და გოლის გატანასთან ახლოს იყო, მაგრამ 45-ე წუთზე საჯარიმოს გარედან მის მიერ ძლიერად დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.

ქართველი მწვრთნელმა იგორ იოვიჩევიჩმა ამჯერად განაპირა მცველის პოზიციაზე დააყენა და ის ჩინებულად გაისარჯა - მარჯვედ ერთვებოდა შეტევებში, თამაშს ამწვავებდა, კარგ გადაცემებს აკეთებდა და მისი პროდუქტიული გარჯა უკრაინულმა მედიამაც აღნიშნა.

გიორგი ტექნიკურია, ფიზიკურად ძლიერი, თამაშს კითხულობს, ასაკიდან და პოტენციალიდან გამომდინარე კი, ზრდის
დიდი პერსპექტივა აქვს. მით უმეტეს, დონბასელები დიდი ალბათობით ისევ იასპარეზებენ ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც ჩვენებურს თავის გამოჩენის შანსი მიეცემა და საჭირო გამოცდილებასაც მიიღებს.

დონეცკური გუნდი 46 ქულით ლიდერია და 12 აპრილს გასვლაზე "ლვოვს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 12 /
შენ გენაცვალე მაგარო ბიჭო. იცოდე, ძალიან ნიჭიერი ხარ და აუცილებლად მალე იქნები ელიტაში დიდ ფეხბურთელებთან ერთად. მხოლოდ შრომა გჭირდება ამისთვის, მხოლოდ შრომა.
გიორგი
19:08 08-04-2023
1
დიდ ფეხბურთს რომ ითამაშებს ამას ბევრი ჩვენგანი ლაპარაკობს. აღარ მახსოვ Levani
სახელი კომენტების, მაგრამ მახსოვს ამ ბიჭზე დაჟინებითი კომენტარები სპორტალზე. ჩემზე ამ ბიჭმა პირევლივე ოფიციალურ თამაში დატოვა დიდი შთაბეჭდილება და დავწერე რომ ხვიჩას შემდეგ ამ ბიჭის მეიმედება ყველაზე მეტად. საკმაოდ ძლიერია ფიზიკურად, ართმევა კარგად ეხერხება, დრიბლიგიც კარგი აქვს, პასები მშვენიერი, დარტყმა კარგი. მოკლედ უნივერსალი მგონია, კი არ მგონია არის. ნაკრებში მარცხნივ ითამაშა, შახტარში მარჯვნიც წინ თამაშობდა და ახლა დაცვაში დააყენეს, ახაგაზდულში მარჯვნი თამაშობდა დაცვაში მგონი. გოჩოლეიშვილი მგონი ყველგან გაქაჩავს სადაც დააყენებენ. ახლა მთავარია შრომას არ მოუკლოს და ყველაფერი კარგად იქნება.
G.LA
19:57 08-04-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული