ლოჩოშვილმა სერია A-ში პირველი გოლი გაიტანა - "კრემონეზემ" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 29-ე ტურში "კრემონეზემ" გასვლაზე "სამპდორია" 3:2 დაამარცხა, სტუმართა გუნდის ქართველმა ლეგიონერმა ლუკა ლოჩოშვილმა კი სადებიუტო გოლი გაიტანა.

ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა, 85-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო კომპენსირებულ დროში სერნიკოლამ გამარჯვების გოლი გაიტანა.

ლუკამ ჩემპიონატზე ჩატარებულ მე-18 მატჩში მოახერხა პირველი გოლის გატანა. კახა კალაძის, ლევან მჭედლიძის და ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ ის მეოთხე ქართველია, რომელმაც იტალიის პირველობაზე გოლი გაიტანა.

"კრემონეზემ" მიმდინარე ტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა, 16 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა და 14 აპრილს "ემპოლის" უმასპინძლებს.

გენუა. "ლუიჯი ფერარისი"
სამპდორია - კრემონეზე 2:3
გოლები: 1:0
ლერისი (15), 1:1 გილიონე (35), 2:1 ლამერსი (66), 2:2 ლოჩოშვილი (85), 2:3 სერნიკოლა (90+5)

მკითხველის კომენტარები / 16 /
რაც ნაკრებში გაუკეთეს იმსახურებდა ეგ ბიჭი მაგ გოლს!!!!
Gogi
09 აპრილი 2023 11:52
1
არც ერთ გაშვებულ გოლში მისი ბრალეულობა არ არის, მისი პარტნიორების აყვანილმა ფეხბურთელებმა გაიტანეს გოლები. ლოჩო ნაკრებს ჭირდება
თენგაბი
09 აპრილი 2023 10:17
1
წესით მეორე გოლია, იმ ვიღაცას ფეხი რომ არ მიეყოლებინა შეგორებულ ბურთზე
nika
09 აპრილი 2023 06:02
0
ბრავო ლუკა, თან გუნდმაც მოიგო. როცა შრომობს კაცი უმეტეს შემთხვევაში წინსვლა გარანტირებულია. წარმატებები!
Franken
09 აპრილი 2023 01:09
0
ხს(ხიზანიშვილ-სანიოლი)
გ(გულშემატკივარი)
გ- მომდევნო თამაშში ლოჩოს ხო გამოიძახებთ?
ხს-ლოჩოს გამოვიძახებთ.
გ-კობახიძეს ხო არ გამოიძახებთ და კაშიას ნელ-ნელა ხო სკამზე გადასვავთ?
ხს-არა,რას ამბობთ,კაშია ჩვენი გუნდის ლიდერია ისევე როგორც ლორია,სანამ სიარული შეუძლიათ ვათამაშებთ.
გ-ნახევარდაცვაში კვეკვე-აბუს ხო მოგვაშორებთ?
დაცვაში კაშია ტაბიძე არ გუნდათ,აბუ-კვეკვეს გვილიასაც დავამატებთ მომავალში და საერთოდ,
თქვენი გინდათ ვათამაშოთ გოჩოლეიშვილი, ნახევარდაცვაში ცენტრში კიტე-გაგნიძე-ჩაკვე,წინ ჟორჟი და ბუდუ და ჩვენ საქართველო ვართ,ბრაზილია კი არა-მასეთი გუნდის გამოყვანა არ შეიძლება,
ჩვენ ვართ საქართველო
ითამაშებს ლორია-კაშია-კობახიძე-აბუ-კვეკვე-გვილია-ზურიკო.
ჭკუით თუ არ იქნებით ოქრიაშვილს ქვილითაიას და ყაზაიშვილსაც დავაბრუნებთ.
გ-ბილეთი რა ეღირება?
Levani
09 აპრილი 2023 00:26
9
ტაბიძის, ანის და აზაროვის და ნაცვლად ლოჩოშვილი, გოჩოლეიშვილი და გაგნიძე.
კონსულტანტი
09 აპრილი 2023 08:15
1
ეს ის ლოჩოვილი არაა ნაკრებში ადგილი რო ვერ უპოვა ვილიკომ ? :))))
Lasha
09 აპრილი 2023 00:03
1
არიქა, ნაკრებში არ დაუძახოთ, აშკარად რომ აჯობოს თქვენს ფავორიტებს, ხომ ჩაგივარდა ბიზნესი.
ქომაგი
09 აპრილი 2023 00:00
2
ბრავო გილოცავ
Gio
08 აპრილი 2023 23:21
0
მაგარი ბიჭია!!!!
ჯონი
08 აპრილი 2023 23:19
1
ყოჩაღ ლუკა. წარმატებები!
რატი
08 აპრილი 2023 23:09
0

სიახლეები პოპულარული