დიდი დარტყმა "ნაპოლის" - "მილანთან" მატჩის წინ სპალეტის გუნდში ცუდი ამბებია

AutoSharing Option
კამპანიური Il Mattino დღევანდელ ნომერში წერს, რომ ვიქტორ ოსიმენის თამაში ჩემპიონთა ლიგაზე "მილანის" წინააღმდეგ თითქმის გამორიცხულია.

ახლა ექიმები მაქსიმუმს ცდილობენ, რათა ნიგერიელი სათადარიგოთა სკამზე მაინც მოხვდეს და რამდენიმე წუთით შეცვლაზე შევიდეს.

ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ოფიციალური არაა, მაგრამ მოვლენების ასეთი სცენარით განვითარების დიდი შანსი არსებობს.

სათქმელია ისიც, რომ "ნაპოლის" კიდევ ერთი ფორვარდი ჯოვანი სიმეონეც ტრავმირებულია, რაც ლუჩიანო სპალეტის დიდ თავისტკივილს უჩენს.

შეგახსენებთ, რომ "მილანისა" და "ნაპოლის" მატჩი 12 აპრილს 23:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 27 /
რა არის ასეთი "მძიმე" პესიმისტური სათაური?? ოსიმენის ტრავმა კი ისედაც ცნობილი იყო. ხვიჩა იქნება ლიდერის როლში და უდირიჟორებს გუნდს
სოსო
13:54 09-04-2023
4
ახლა მთავარი იმედი ხვიჩაზე იქნება,მაგრამ კეთილი ინებონ დანარჩენებმა და თავისი ეგოიზმი ცოტა ხანი უკანა პლანზე გადაწიონ გუნდური თამაშისთვის,ხვიჩა არც რობოტია და არც სპაიდერმენი,რომ ყველა პოზიციაზე ერთნაირად ითამაშოს,დანარჩენები რაში იღებენ იმდენ ფულს,რა იყო ის 0: 4 ,გამაიმუნდნენ მილანთან,ვითომ სპალეტის სტრატეგიული გეგმა(უფრო თავის მოტყუება,თან არსად წერია იტალიურ საიტებში,რომ სპალეტი ჭადრაკს კარგად თამაშობს:-) :-).
მოკლედ, ხვიჩა წარმატებები.
მოცლილი
17:02 09-04-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული